ზაზა ფაჩულიას “მილოუკი ბაქსმა” სახლში “ნიუ იორკ ნიქსი” 117:113 დაამარცხა. საქართველოს ეროვნული ნაკრების კაპიტანი, ზაზა ფაჩულია სასტარტო 5-ეულში იმყოფებოდა. ზაზამ პარკეტზე 34 წუთი და 33 წამი გაატარა. ფაჩულიას მონაგარი გახლდათ 14 ქულა, 13 მოხსნა, 4 პასი და 2 ჩაჭრა. ზაზამ 11-დან 6 ორქულიანი ჩააგდო და 2-დან 2 საჯარიმო გამოიყენა. ქართველმა ცენტრმა 2 პერსონალური ჯარიმა მიიღო. ზაზას მარგი ქმედების კოეფიციენტი +15 გახლდათ, რაც “მილოუკელთა” შემადგენლობაში საუკეთესო შედეგი იყო.
“მილოუკი ბაქსს” 6 მოგება და 5 წაგება დაუგროვდა. ზაზას გუნდი აღმოსავლეთ კონფერენციაში მე-5 ადგილზე იმყოფება.