ფეხბურთი

11:00 | 19.11.2014 | ნანახია [] - ჯერ

დებიუტი 33 წლის ასაკში

ასეთებიც ხდება: ფეხბურთელს სანაკრებო დებიუტი 33 წლის ასაკში ჰქონდა. საუბარია "ტორინოს" მცველ ემილიანო მორეტიზე, რომელმაც იტალიის ეროვნულ ნაკრებში პირველად ითამაშა. ეს მოხდა ალბანეთთან 1:0 მოგებულ ამხანაგურ შეხვედრაში.

მორეტი ამ მხრივ იტალიის ნაკრებში რეკორდსმენია. აქამდე მაურო ტასოტი იყო ყველაზე ასაკოვანი დებიუტანტი – ნაკრებში პირველად 32 წლისამ ითამაშა.

ისე, მორეტის იტალიის ყველა ასაკობრივ ნაკრებში აქვს ნათამაშები, მაგრამ ეს როდის იყო, ალბათ, თავადაც არ ახსოვს.

0.114714