პოლონურ ზავადაში სტარტი აიღო 25-ათასიანმა ტურნირმა, რომელშიც საქართველოს სახელით სოფო შაფათავა თამაშობს.
მე-5 ნომრად განთესილმა შაფათავამ ერთეულებში ძალები კვალიფიკაციის ერთ-ერთ გამარჯვებულ – სლოვაკ რებეკა სრამკოვასთან მოსინჯა და 5:7, 6:4, 1:6 წააგო.
წყვილებში მე-3 რეიტინგის მქონე შაფათავამ და რუსმა ოლგა დოროშინამ ბულგარელ კოსტოვას და ჩეხ მენდეშოვას 6:3, 3:6, 10:7 სძლიეს და მეოთხედფინალში გააღწიეს, სადაც “უაილდ ქარდის” მქონე ჩეხურ დუეტს (ჩმელინოვა-მუჩოვა) გაეჯიბრებიან.