თურქეთის ქალაქ ანტალიაში სტარტი აიღო მორიგმა 10-ათასიანი ტურნირმა, რომელშიც ეკატერინე გორგოძე და სოფო ქვაცაბაიაც ჩაერთვნენ.
პირველ ნომრად განთესილმა გორგოძემ საწყის წრეში კვალიფიკაციის ერთ-ერთ გამარჯვებულ – იტალიელ დილეტა ალესანდრელის 6:3, 6:4 მოუგო და მერვედფინალში ასევე კვალიფიკაციიდან გამოსულ კსენია გაიდარჟის (რუსეთი) ეთამაშება.
პირველ რაუნდში სამხრეთკორეელ სუნ-ჰე ჰანთან ჭიდილი ელის ქვაცაბაიას, რომელიც მე-2 ნომრადაა განთესილი.
წყვილებში მე-2 განთესვის მქონე გორგოძემ და უკრაინელმა ფომინამ გერმანელები – ბოენტგენი და კრემერი 6:3, 6:2 დაამარცხეს და მეოთხედფინალში იტალიელებს – ხსენებულ ალესანდრელის და პროსპერის ეთამაშებიან.
თავის მხრივ, ქვაცაბაიამ და გერმანელმა შაკოვეცმა, რომელთაც მე-3 განთესვა გააჩნიათ, თურქ ანილს და იტალიელ ჩირაოლოს 6:4, 6:2 მოუგეს და ახლა, რუსებს – ხსენებულ გაიდარჟის და დეგტიარევას დაუპირისპირდებიან.
ანტალიაშივე ვაჟთა 10-ათასიან ტურნირში გიორგი ცივაძემ და უკრაინელმა დმიტრო ბადანოვმა ბულგარელებს – შევკედოვს და ტარპოვს აჯობეს – 6:2, 6:1. ერთეულებში ცივაძის პირველი მეტოქე კვალიფიკაციის ერთ-ერთი გამარჯვებული – გერმანელი პოლ ვოერნერი იქნება.