ჩოგბურთი

21:55 | 18.11.2014 | ნანახია [] - ჯერ

ბასილაშვილმა იტალიელს აჯობა

ვაჟთა შორის საქართველოს პირველმა ჩოგანმა ნიკოლოზ ბასილაშვილმა იტალიურ ანდრიაში მიმდინარე საერთაშორისო ტურნირზე (საპრიზო ფონდი 25 ათასი ევრო) პირველი გამარჯვება იზეიმა.

საწყის რაუნდში ნიკოლოზმა “უაილდ ქარდის” მქონე იტალიელ მატეო ბერეტინის 7:5, 7:6 (7:4) სძლია, მერვედფინალში კი ბელარუს ვლადიმირ იგნატიკს ეთამაშება, რომელმაც ბრძოლიდან პირველ ნომრად განთესილი იგორ სისლინგი (ჰოლანდია) გამოთიშა – 6:4, 6:4.

0.118348