მსოფლიო ჩემპიონობისთვის მატჩში მაგნუს კარლსენმა და ვიში ანანდმა ზედიზედ მე-2 პარტია დაასრულეს ყაიმით.
მე-8 ტურში თეთრი ფიგურებით ინდოელი მოჭადრაკე თამაშობდა, ამდენად, ნორვეგიელისთვის სრულიად მისაღები შედეგი დაფიქსირდა.
შედეგად, კარლსენი 4.5:3.5 დაწინაურდა და ტიტულის შენარჩუნებისკენ დიდი ნაბიჯი გადადგა.
19 ნოემბერს მეტოქეები დაისვენებენ, 20-ში კი თეთრებით ნორვეგიელი ითამაშებს.
შეგახსენებთ, რომ შეხვედრას რუსეთის ქალაქ სოჭი მასპინძლობს, სულ კი 12 პარტია ჩატარდება.