მიუნხენის “ბაიერნის” კაპიტანი ფილიპ ლამი გუნდს უახლოესი 3 თვის განმავლობაში ვერ დაეხმარება. ამის მიზეზი ერთ-ერთ ვარჯიშზე მიღებული ტრავმაა.
ლამს რომ მძიმე ტრავმა ჰქონდა, ეს აქამდეც ცნობილი იყო. დღეს, “ბაიერნმა” ოფიციალური განცხადება გაავრცელა და გაირკვა, რომ 31 წლის ფეხბურთელს კოჭი აქვს მოტეხილი. ამ დაზიანების მკურნალობას კი დაახლოებით 3 თვე დასჭირდება.