ფეხბურთი

18:21 | 18.11.2014 | ნანახია [] - ჯერ

როისმა ვარჯიში განაახლა

გერმანული “დორტმუნდის” ერთ_ერთმა ლიდერმა, მარკო როისმა ტრავმა მოირჩინა და ჩვეულ რეჟიმში ვარჯიში განაგრძო.

25 წლის შემტევმა ტრავმა ბუნდესლიგის გასულ ტურში, “გლადბახთან” გამართულ შეხვედრაში მიიღო. ამის გამო, ის გერმანიის ნაკრებს ვერ ეხმარება.

Kicker-ის ცნობით, როისმა ვარჯიში უკვე განაგრძო, რაც იმას ნიშნავს, რომ ის 22 ნოემბერს “პადერბორნთან” გასამართი მატჩისთვის მზად იქნება.

0.114735