ფეხბურთი

16:26 | 18.11.2014 | ნანახია [] - ჯერ

“შუქურა” და “დინამო” ქობულეთში დაზავდნენ

ფეხბურთში საქართველოს დავით ყიფიანის სახელობის თასის 1/8-ფინალის პირველ მატჩში, ქობულეთში, ადგილობრივი “შუქურა” “ჩელე არენაზე” თბილისის “დინამოს” დაუზავდა – 1:1.

მატჩის მე-8 წუთზე ანგარიში დინამოელთა ფორვარდმა გიორგი ჩირგაძემ გახსნა. თუმცა, თბილისელებმა ანგარიშში უპირატესობა მცირე ხანს შეინარჩუნეს. მე-19 წუთზე თანაფარდობა ქობულეთელთა თავდამსხმელმა ზვიად მეტრეველმა აღადგინა, რომელსაც თავის დროზე “დინამოში” უთამაშია.

ამ გუნდების საპასუხო მატჩი 26 ნოემბერს ბორის პაიჭაძის სახელობის “დინამო არენაზე” გაიმართება.

0.118786