ფეხბურთი

13:29 | 9.11.2014 | ნანახია [] - ჯერ

ინძაგი: "სამპდორიასთან" გამარჯვებას ვიმსახურებდით"

"მილანის" მთავარმა მწვრთნელმა ფილიპო ინძაგიმ იტალიის ჩემპიონატის მე-11 ტურის მატჩის შემდეგ განაცხადა, რომ "როსონერი" "სამპდორიასთან" სტუმრად გამართულ შეხვედრაში (2:2) გამარჯვებას იმსახურებდა.

"დასანანია, რომ შეხვედრა ფრედ დამთავრდა. ვფიქრობ, გამარჯვებას ვიმსახურებდით. თუ ასე კარგად ვითამაშებთ, მოვიგებთ კიდეც. გუნდმა კარგი ფეხბურთი აჩვენა. რა თქმა უნდა, შეხვედრის განმავლობაში მსაჯებმა უცნაური გადაწყვეტილებებიც მიღეს, მაგრამ ამას შედეგზე გავლენა არ მოუხდენია. საუბედუროდ, ბონერამ წითელი ბარათი მიიღო და მილანური დერბის გამოტოვება მოუწევს." - განაცხადა ფილიპო ინძაგიმ.

სატურნირო ცხრილში "მილანი" მე-7 ადგილზე იმყოფება. კლუბს მომდევნო მატჩი "სან სიროზე", "ინტერთან" 23 ნოემბერს აქვს.

0.12583