“ლივერპული” ზამთრის სატრანსფერო ფანჯრის დროს თავდასხმის გაძლიერებას ეშურება. ბრენდან როჯერსის მთავარი ფავორიტი პორტუგალიური “პორტუს” კოლუმბიელი ლიდერი ჯექსონ მარტინესია. ამის შესახებ “დეილი ექსპრესი” იტყობინება.
გამოცემის ინფორმაციით, “წითლები” მზად არიან 28 წლის ფორვარდში “დრაკონებს” 40 მილიონი ევრო გადაუხადონ.
მარტინესი პორტუგალიაში 2012 წლიდან მოყოლებული ასპარეზობს და ამ ქვეყნის ჩემპიონატში ჩატარებულ 68 შეხვედრაში 53 გოლი აქვს გატანილი.