ფეხბურთი

12:20 | 18.11.2014 | ნანახია [] - ჯერ

“პარმას” ქულებს დააკლებენ

იტალიელი ჟურნალისტები ვარაუდობენ, რომ ისედაც ცუდ დღეში მყოფი სერია A-ს აუტსაიდერი “პარმა”, კიდევ უფრუ რთულ სიტუაციაში აღმოჩნდება.

კლუბი ვალდებული იყო, სახელფასო დავალიანება დაეფარა და Football Italia-ს ცნობით, ამის უკიდურესი ვადა გუშინ ამოიწურა. რადგან დავალიანების დაფარვა არ მოხდა, ახლა კლუბს დასჯიან და ალბათ, იტალიის ფეხბურთის ფედერაცია “პარმას” ერთიდან 6 ქულამდე ჩამოაკლებს.

სერია A-ს განვლილი 11 ტურის შემდეგ, “პარმას” მხოლოდ ექვსი ქულა აქვს და სატურნირო ცხრილის ფსკერზე იმყოფება.

თეგები“პარმა”
0.130301