ხორვატიის ეროვნული ნაკრების და მადრიდის "რეალის" ნახევარმცველმა ლუკა მოდრიჩმა 16 ნოემბერს იტალიის ეროვნულ ნაკრებთან ევრო-2016-ის საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩში საზარდულის ტრავმა მიიღო და მოედანს ორი თვის განმავლობაში ვერ დაუბრუნდება.
აღნიშნული ინფორმაცია ხორვატთა ექიმმა ბორის ნიმემ დაადასტურა:
"სიტუაცია სავალალოა. გამოკვლევამ ცხადყო, რომ მოდრიჩი მოედანს 6 ან 8 კვირის განმავლობაში ვერ დაუბრუნდება".
თავდაპირველად მოსალოდნელი გახლდათ, რომ “სამეფო კლუბის” ნახევარმცველი 2-დან 4 კვირამდე იუქმებდა, თუმცა ტრავმა სერიოზული აღმოჩნდა.
აღნიშნული პროგნოზიდან გამომდინარე ლუკა მოდრიჩი თამაშს 2015 წლამდე ვერ შეძლებს და შესაბამისად დეკემბრის თვეში მაროკოში გასამართ მსოფლიო საკლუბო ჩემპიონატშიც ვერ მიიღებს მონაწილეობას.