ჩოგბურთი

1:22 | 18.11.2014 | ნანახია 585 - ჯერ

ბასილაშვილი იტალიურ ჩელენჯერში ჩაება

ქართველი ჩოგბურთელი ნიკოლოზ ბასილაშვილი იტალიურ ანდრიაში დაწყებულ საერთაშორისო ტურნირში (საპრიზო ფონდი 35 ათასი ევრო) ჩაება, თუმცა, წყვილებში პირველივე მატჩი წააგო.

ბასილაშვილი და ჩეხი იან მერტლი “უაილდ ქარდის” მქონე იტალიელებს – ბალდის და ტრავალიას გაეჯიბრნენ და 6:7 (7:9), 6:7 (9:11) წააგეს.

Andria e Castel del Monte-ს ჩელენჯერის ერთეულთა ტურნირის პირველ შეხვედრაში ნიკოლოზი ძალებს ასევე “უაილდ ქარდის” მქონე იტალიელ მატეო ბერეტინისთან მოსინჯავს.


კომენტარები (1)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

09:44 | 18.11.2014
BEERTRANCE (97819)

წარმატებები

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.071546