“პარი სენ ჟერმენი” და მილანის “ინტერი”, 30 დეკემბერს, მაროკოს ქალაქ მარაკეშიში, ამხანაგურ მატჩს ჩაატარებენ.
ფრანგული და იტალიური გუნდები ერთმანეთს “სტად მარაკეშზე” დაუპირისპირდებიან, რომელიც, 10 დღით ადრე, მსოფლიოს საკლუბო ჩემპიონატის ფინალს უმასპინძლებს.
შეგახსენებთ, რომ ცოტა ხნის წინათ, მაროკომ აფრიკის თასის მასპინძლობაზე უარი ებოლას ვირუსის გამო განაცხადა.