კალათბურთი

0:25 | 18.11.2014 | ნანახია [] - ჯერ

იუბილარის გარეშე

ქართველ კალათბურთელ მანუჩარ მარკოიშვილს გუშინ 28 წელი შეუსრულდა, თუმცა, დაბადების დღეს მოედანზე გასვლა ვერ მოახერხა. “მანუს” ჯერაც ტრავმა აწუხებს და მოსკოვის ცსკა-ს ვერ გაჰყვა რიგაში, სადაც რუსული გრანდი ვეფ-ს დაუპირისპირდა.

გასული მატჩი ვთბ-ლიგის ეგიდით შედგა და ცსკა-მ დამაჯერებლად – 87:72 მოიგო. სტუმართა რიგებში საუკეთესო ანდრეი ვორონცევიჩი იყო, რომელმაც 20 ქულა ჩააგდო.

“არმიელებმა” 6 მოგება და 1 მარცხი მოაგროვეს და მხოლოდ ლიდერს, ლევან ფაცაციას “ნიჟნი ნოვგოროდს” ჩამორჩებიან, რომელსაც ყველა თამაში მოგებული აქვს.

ცსკა აღნიშნულ ტურნირზე მორიგ მატჩს 23 ნოემბერს ყაზახურ “ასტანასთან” ჩაატარებს, 20-ში კი, ევროლიგის ეგიდით ბერლინის “ალბას” უმასპინძლებს.

0.113342