სხვა

0:03 | 18.11.2014 | ნანახია [] - ჯერ

მინისტრი ირლანდიაში სამუშაო შეხვედრებს მართავს

სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრი – ლევან ყიფიანი მოადგილე აკაკი ლოდიასთან ერთად ირლანდიაში 3-დღიანი სამუშაო ვიზიტით იმყოფება.

ვიზიტის ფარგლებში, მინისტრი ირლანდიის სპორტის, ტურიზმისა და ტრანსპორტის მინისტრ - პასკალ დონაჰიუს შეხვდა, საქმიანი შეხვედრები გაიმართა ასევე ბავშვთა და ახალგაზრდობის მინისტრის პირველ მოადგილე - ელისაბეტ კანავანთან და სპორტის სახელმწიფო დეპარტამენტის ხელმძღვანელებთან - დეპარტამენტის თავმჯდომარე კეირან მულვეისთან და აღმასრულებელ დირექტორ ჯონ ტეილორთან.

მხარეებმა სპორტისა და ახალგაზრდობის სფეროში თანამშრომლობასა და სამომავლოდ ქვეყნებს შორის უფრო მჭიდრო ურთიერთობების ჩამოყალიბებაზე იმსჯელეს.

ლევან ყიფიანი და აკაკი ლოდია დუბლინში 16 ნოემბერს გამართულ საერთაშორისო ტესტ-მატჩსაც დაესწრნენ ირლანდიისა და საქართველოს მორაგბეთა ეროვნულ ნაკრებებს შორის. შეხვედრა „ავივა სთედიუმზე" გაიმართა და ირლანდიის ნაკრების გამარჯვებით - 49:7 დასრულდა.

სპორტის და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს ხელმძღვანელების შეხვედრებს ირლანდიაში საქართველოს საელჩო უწევს ორგანიზებას.

სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს პრესსამსახური

0.118373