53 წლის იტალიელმა სპეციალისტმა, ვალტერ მაცარიმ, შესაძლოა, სამწვრთნელო კარიერა დაასრულოს.
ვალტერ მაცარი, გასულ კვირაში, “ინტერის” მთავარი მწვრთნელის პოსტიდან დაითხოვეს. იტალიური პრესის ცნობით, მილანელთა ყოფილი დამრიგებელი მცირეხნიანი პაუზის აღებას, ან სულაც სამწვრთნელო საქმიანობისთვის თავის დანებებას გეგმავს.
ვალტერ მაცარის ფეხბურთიდან წასვლის შესახებ პირველი ცნობები ჯერ კიდევ მაშინ გავრცელდა, როდესაც ის “ნაპოლის” წვრთნიდა. მაშინ, საუბარი გულის პრობლემებზე იყო. თუმცა, მაცარიმ მუშაობა განაგრძო. ჯერჯერობით უცნობია, როგორ მოიქცევა ის ამჯერად.