“მანჩესტერ იუნაიტედის” თვალთახედვის არეში “ბენფიკას” შემტევი, ტალისკა და “ბაზელის” ცენტრალური მცველი, ფაბიან შერი მოექცნენ – იუწყება ბრიტანული გამოცემა Sunday People.
“იუნაიტედის” მთავარ მწვრთნელს, ლუის ვან გაალს კიდევ უფრო გაძლიერება სურს კლუბის და ორივე ფეხბურთელის თამაშით მოხიბლულია. “წითელი ეშმაკების” ხელმძღვანელობა ეცდება, რომ ტრანსფერები იანვარში გაჩარხოს.
უნდა აღინიშნოს, რომ “იუნაიტედს” ამ ტრანსფერების განხორციელება გაუჭირდება, რადგან ორივე ფეხბურთელით სხვა არაერთი ძლიერი კლუბი ინტერესდება.