ფეხბურთი

19:15 | 17.11.2014 | ნანახია [] - ჯერ

კასილიასი: “ნაკრებში იქამდე ვითამაშებ, სანამ მწვრთნელი გამომიძახებს”

ესპანეთის ეროვნული გუნდის კარის დარაჯი იკერ კასილიასი გერმანისთან გასამართი მატჩის წინ კომენტარს აკეთებს და აცხადებს, რომ ის სანაკრებო კარიერის დასრულებას არ გეგმავს.

“ნაკრებში თამაშს იქამდე გავაგრძელებ, სანამ მთავარი მწვრთნელი გამომიძახებს.” – აცხადებს კასილიასი, რომელსაც “ფურია როხას” მაისურით ყველაზე მეტჯერ, 159-ჯერ უთამაშია.

ესპანელთა კაპიტანმა უშუალოდ თამაშზეც ისაუბრა და მეტოქე გუნდიდან თავისი ფავორიტი ფეხბურთელიც გამოარჩია: “გერმანიის ნაკრების წინააღმდეგ თამაში ძალიან კარგი იქნება. ხვალ, მოედანზე მსოფლიოს ბოლო 2 ჩემპიონი გავა. ამაზე საინტერესო დაპირისპირების წარმოდგენა რთულია.

ძალიან მომწონს ტომას მიულერის თამაში. ის რაულს მაგონებს. გერმანელს თამაშის თავისი ხელწერა აქვს.”

0.112726