ფეხბურთი

18:07 | 17.11.2014 | ნანახია [] - ჯერ

ვენგერი: "პოდოლსკი არ იყიდება"

ლონდონის "არსენალის" მთავარმა მწვრთნელმა არსენ ვენგერმა განაცხადა, რომ გერმანიის ეროვნული ნაკრების თავდამსხმელი ლუკაშ პოდოლსკი არ იყიდება. თუ რატომ არ თამაშობს გერმანელი ხშირად და რა არის ამის მიზეზი, ფრანგმა სპეციალისტმა ასე ახსნა:

"პოდოსლკი თამაშობს იმ პოზიციაზე, სადაც დიდი კონკურენციაა. იგი მსოფლიო ჩემპიონატის შემდეგ "არსენალს" ზაფხულში გვიან შეუერთდა და ამიტომაცაა, რომ იგი სეზონის სტარტს მაღალ დონეზე ვერ ატარებს. გერმანელის ფიზიკური კონდიციები ბოლომდე დამაკმაყოფილებელი არაა," - განაცხადა ვენგერმა.

ფრანგმა სპეციალისტმა თავდამსხმელის ტრანსფერთან დაკავშირებულ ცნობებსაც მოჰფინა ნათელი და აღნიშნა, რომ კლუბს არავინ დაკავშირებია:

"არავინ დაგვკავშირებია და შემოთავაზებაც ფეხბურთელის შესახებ არ გვქონია. პოდოლსკის ვაფასებს და იგი არ იყიდება."

გერმანელი თავდამსხმელის გარშემო ბოლო დროს ბევრი ცნობა გავრცელდა. როგორც ევროპული მედია იუწყება, პოდოლსკით იტალიური გრანდები ტურინის "იუვენტუსი", მილანის "ინტერი" და "ნაპოლი" არიან დაინტერესებულები.

ფეხბურთელს კლუბის გამოცვლა მეტი სათამაშო დროის გამო ბუნდესნაკრების თავკაცმა იოახიმ ლიოვმაც ურჩია.

გერმანელმა "მეთოფეთა" მაისურით მიმდინარე სეზონში მხოლოდ 8 მატჩი ჩაატარა და ერთი გოლი გაიტანა. "არსენალის" რიგებში იგი მოედანზე საშუალოდ 21 წუთს ატარებს. ფეხბურთელს ჩრდილოლონდონელებთა კონტრაქტი 2016 წლის 30 ივნისამდე აკავშირებს.

0.114524