სარეკლამო ადგილი - 1
970 x 90
ფეხბურთი

17:55 | 17.11.2014 | ნანახია [] - ჯერ

"ნიუ იორკ სიტის" ეშლი კოულიც მოუნდა

იტალიური მედიის ინფორმაციით, ამერიკული MLS-ის ახლადშექმნილი კლუბის "ნიუ იორკ სიტის" ინტერესის სფეროში იტალიური "რომას" ინგლისელი მცველი ეშლი კოული მოექცა. 33 წლის ფეხბურთელის აგენტმა უკვე განაცხადა, რომ კოული კლუბის გამოცვლას არ აპირებს.

ინგლისელი ფეხბურთელი რომაელებს ზაფხულის სატრანსფერო პერიოდში ლონდონის "ჩელსიდან" თავისუფალი აგენტის სტატუსით შეუერთდა და კონტრაქტი 2016 წლის ივლისამდე გააფორმა.

"ნიუ იორკ სიტის" რიგებში უკვე ჩაირიცხნენ ცნობილი ფეხბურთელები ესპანელი დავიდ ვილია და ინგლისელი ფრენკ ლამპარდი. ეს უკანასკნელი "მანჩესტერ სიტიში" იანვრამდეა განათხოვრებული.

ეშლი კოულმა მიმდინარე სეზონში "რომას" მაისურით იტალიის ჩემპიონატსა და ჩემპიონთა ლიგაზე სულ 10 მატჩი ჩაატარა.

სარეკლამო ადგილი - 26
250 x 500
0.116084