მადრიდის "ატლეტიკოს" არგენტინელმა თავკაცმა დიეგო სიმეონემ Marca-სთან საუბრისას მის გარშემო დაკავშირებულ სპეკულაციებს ბოლო მოუღო და დაინტერესებულ გრანდებს იმედი გადაუწურა.
ევროპული მედიის ბოლოდროინდელი ინფორმაციით, სიმეონეს გადაბირებით ფრანგული "პარი სენ ჟერმენი" გახლავთ დაინტერესებული.
"ატლეტიკოში" თავს ძალიან კარგად ვგრძნობ. კლუბში ბედნიერი სამი წელი გავატარე, მიყვარს გუნდი და მხოლოდ მომავალ მატჩზე ვფიქრობ." - განაცხადა სიმეონემ.
არგენტინელ სპეციალისტს უკმაყოფილების საბაბი მეტ-ნაკლებად უნდა ჰქონდეს. ზაფხულის სატრანსფერო პერიოდში "ატლეტიკო" რამდენიმე საკვანძო ფეხბურთელმა დატოვა. მიუხედავად ამისა, სიმეონე გუნდის შენებას კვლავ განაგრძობს. პრიმერადივიზიონის მიმდინარე სეზონში "ატლეტიკო" 23 ქულით მე-4 ადგილზე იმყოფება და ლიდერ "რეალს" 4 ქულით ჩამორჩება.