ჩოგბურთი

16:33 | 17.11.2014 | ნანახია [] - ჯერ

შაფათავა პოლონეთში, ბასილაშვილი – იტალიაში

ქართველი ჩოგბურთელი სოფო შაფათავა პოლონურ ზავადაში იმყოფება და 25-ათასიან ტურნირში ითამაშებს, სადაც მე-2 ნომრად იქნება განთესილი. სოფოს პირველი მეტოქის ვინაობა საკვალიფიკაციო მატჩების დასრულების შემდეგ გახდება ცნობილი.

თურქეთის ქალაქ ანტალიაში რჩებიან ეკატერინე გორგოძე და სოფო ქვაცაბაია. წინასწარი ინფორმაციით, გორგოძე 10-ათასიან ტურნირში პირველი განთესვით ჩაებმება, ქვაცაბაია კი მე-3 იქნება. სავარაუდოა, რომ ანტალიაშივე ვაჟთა 10-ათასიან ტურნირში იასპარეზებს გიორგი ცივაძე.

იტალიურ ანდრიაში მიმდინარე ჩელენჯერზე (საპრიზო ფონდი 35 ათასი ევრო) მოსინჯავს ძალებს ვაჟთა შორის საქართველოს პირველი ჩოგანი ნიკოლოზ ბასილაშვილი.

Andria e Castel del Monte-ს საწყის რაუნდში ბასილაშვილი “უაილდ ქარდის” მქონე იტალიელ მატეო ბერეტინის ეთამაშება. წყვილებში ნიკოლოზი და ჩეხი იან მერტლი ასევე “უაილდ-ქარდის” მქონე იტალიელებს – ბალდის და ტრავალიას გაეჯიბრებიან.

დასასრულ, რეიტინგებში ქართველ ჩოგბურთელთა მდგომარეობაზეც მოგახსენებთ.

ქალები: 221 (221). სოფო შაფათავა – 223 ქულა; 322 (319). ეკატერინე გორგოძე – 118; 438 (426). სოფო ქვაცაბაია – 69; 442 (442). ოქსანა კალაშნიკოვა – 67; 691 (691). მარიამ ბოლქვაძე – 25; 745 (748). მაკა ჩახნაშვილი-რანცინგერი – 21; 1149 (1156). თამარ კუტუბიძე – 5; 1229 (1236). თამარ ჭალაგანიძე – 3;

კაცები: 221 (209). ნიკოლოზ ბასილაშვილი – 223 ქულა; 571 (576). ალექსანდრე მეტრეველი – 53; 860 (863). გიორგი ცივაძე – 3; 1101 (1093). გიორგი ჯავახიშვილი – 8; 1404 (1398). ალექსანდრე ბაკში – 3; 1711 (1706). ირაკლი მეტრეველი – 1;

0.123316