ფეხბურთი

13:03 | 17.11.2014 | ნანახია [] - ჯერ

"ტოტენჰემმა" თვალი გუტიერესს დაადგა

ბრიტანული მედიის ინფორმაციით, ლონდონის "ტოტენჰემი" კოლუმბიის ეროვნული ნაკრების და არგენტინული "რევერ პლეიტის" ცენტრალური თავდამსხმელით ტეოფილო გუტიერესით დაინტერესდა.

ლონდონელი სკაუტები 29 წლის ფეხბურთელის თამაშის სანახავად სამხრეთ ამერიკაში გასულ კვირას იმყოფებოდნენ. "მამლები" მზად არიან გუტიერესის სანაცვლოდ 5 მილიონი გირვანქა სტერლინგი გადაიხადონ.

კოლუმბიელ ფეხბურთელს ევროპაში ნათამაშები უკვე აქვს. თურქული "ტრაბზონსფორის" რიგებში გუტირესი 2010 წლის იანვრიდან 2011 წლის თებერვლამდე თამაშობდა და 24 მატჩში 8 გოლი გაიტანა. პრემიერლიგის სახით თავდამსხმელს ახალი გამოწვევა ელოდება.

მიმდინარე სეზონში კოლუმბიელმა "რივერ პლეიტის" მაისურით 16 შეხვედრა ჩაატარა და 11 გოლის ავტორი გახდა. ბრაზილიაში გამართულ მუნდიალზე გუტიერესმა კოლუმბიის ეროვნული ნაკრების მაისურით 4 შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა და ერთადერთი გოლი საბერძნეთის წინააღმდეგ (3:0) მოგებულ შეხვედრაში გაიტანა.

0.117175