იტალიის სერია ა-ში მეთერთმეტე ტურის შეხვედრები დაიწყო. რეჯო ემილიაში მასპინძელმა “სასუოლომ” გასავრდნ ზონასთან ახლოს მყოფ ბერგამოელებს გოლი ვერ გაუტანა, თუმცა არც გაუშვა და მორიგი ქულა მოიპოვა.
პირველი ტაიმი ”ატალანტას” მცირე უპირატესობით მიმდინარეობდა, თუმცა მატჩის მეორე ნაწილში დიდ უპირატესობას დაეუფლნენ მასპინძლები, მაგრამ მხოლოდ ბურთის ფლობას გამარჯვება არ მოაქვს და “სასუოლომ” მხოლოდ ერთი ქულა მოიპოვა.
დი ფრანჩესკოს გუნდი ხუთი ტურია არ აგებს. დღევანდელი მატჩის შემდეგ მე-13 ადგილზე იმყოფება “სასუოლო.” ათეულს მხოლოდ ერთი ქულით ჩამორჩება, რასაც ცხრილის სიმჭიდროვეც განაპირობებს, თუმცა პირველ რიგში გუნდის შედეგიან თამაშზე უნდა ვისაუბროთ.
მაღალ ტემპში წარიმართა გენუური მატჩი. “მილანმა” ელ შაარავის გოლით მოახერხა დაწინაურება, თუმცა მასპინძლებმა პირველივე ტაიმში გაათანაბრეს და მეორე ტაიმის საწყის წუთებში წინ გავიდნენ.
ძალიან აქტიური იყო ოკაკა, რომელმაც პირველი ტაიმის მიწურულს გაათანაბრა. მიხაილოვიჩის გუნდის ასევე ერთ-ერთი ლიდერია გაბიდინი, რომელსაც რამდენჯერმე შეეძლო გატანა.
65-ე წუთზე მენეზიმ თერთმეტმეტრიანი ზუსტად შეასრულა. ფრანგის გოლი ქულის მომტანი გამოდგა. 85-ე წუთზე ბონერას გაძევებას შედეგზე გავლენა არ მოუხდენია.
მიხიალოვიჩისა და ინძაგის გუნდებმა სწაფი თამაში შემოგვთავაზეს. იტალიის ჩემპიონატის მატჩები მსგავსი ტემპით ხშირად არ ხასიათდება. ხშირი იყო ვარდნები, ბურთისთვის ბრძოლა და სათამაშო პროცესი სწრაფად მიმდინარეობდა.
“სასუოლო” – “ატალანტა” 0:0
რეჯო ემილია, “დელ ტრიკოლორე”
სასუოლო: კონსილი, პელუზო, კანავარო, ტერანოვა, ვრსალიკო, მისიროლი, მანანელი, ტეიდერი (პავოლეტი 88 ), სანსონე, ზაზა (ფლოკარი 72 ), ბერარდი (ფლორო 80 )
მთავარი მწვრთნელი: დი ფრანჩესკო
ატალანტა: სპორტიელო, ბენალუნე (ზაპაკოსტა 77 ), სტენდარდო, ჩერუბინი, დრამე, რაიმონდი, ბასელი, მილაჩიო, მოლინა (დ’ალესანდრო 81), მორალესი (ბოაკიე 68 ), დენისი
მთავარი მწვრთნელი: კოლანტუნო
მთავარი მსაჯი: ფაბრიციო პასკუა
გაფრთხილება: მანანელი (15), ბენალუნე (26), ბერარდი (26), ვრსალიკო (90+2)
“სამპდორია” – “მილანი” 2:2 (1:1)
გენუა, “კომუნალე ლუიჯი ფერარი”
სამპდორია: რომერო, მესბა, სილვესტრე (რეჯინი 83), კასტალდელო, დე სილვესტრი, დანკანი (რიცო 67), ობიანგი (ბერგესიო 90+1), სორიანო, ედერი, ოკაკა, გაბიდინი
მთავარი მწვრთნელი: მიხაილოვიჩი
მილანი: ლოპესი, ბონერა, მექსე, რამი, დე შილიო, ესიენი, დე იონგი, ბონავენტურა, ჰონდა (ტორესი 59), მენეზი (პოლი 87), ელ შაარავი
მთავარი მწვრთნელი: ინძაგი
გოლები: 0:1 ელ შაარავი (10), 1:1 ოკაკა (45+1), 2:1 ედერი (51), 2:2 მენეზი (65 თერთმეტმეტრიანი)
მთავარი მსაჯი: დანიელე ორსატო
გაფრთხილება: ბონერა (27), მექსე (36), დანკანი (56), დე შილიო (75), ობიანგი (81), ბონერა (85)
გაძევება: ბონერა (85)