ფეხბურთი

0:01 | 9.11.2014 | ნანახია [] - ჯერ

“არისტოკრატები” და “წმინდანები” დანარჩენებს მოწყდნენ

ინგლისის ჩემპიონატის მე-11 ტურის პირველი სათამაშო დღე ძალიან საინტერესოდ წარიმართა. ცენტრალური შეხვედრა “ენფილდ როუდზე” გაიმართა, სადაც ადგილობრივი კლუბი გათამაშების ერთპიროვნულ ლიდერს – ლონდონის “ჩელსის” ეთამაშებოდა.
შეხვედრა მასპინძლებმა უკეთ დაიწყეს და უკვე მე-9 წუთზე ანგარიშის გახსნაც მოახერხეს. ემრე ჩანის გასროლილი გარი კეჰილს მოხვდა და კურტუა უშანსოდ დატოვა. მერსესაიდელთა სიხარული სულ 5 წუთს გაგრძელდა, “ლივერპულის” საჯარიმოში შექმნილი არეულობით წინა ეპიზოდის ანტიგმირმა, კეჰილმა ისარგებლა და შეცდომა გამოასწორა. მინოლეს ცოტა დააკლდა ბურთის გამოტანამდე და სხვა ნებისმიერ ჩემპიონატში ამ მომენტზე დიდი დავა ატყდებოდა, მაგრამ როგორც მოგეხსენებათ, პრემიერლიგაში დანარგილია ტექნიკა, რომელიც ბურთის ხაზის გადაკვეთას აფიქსირებს. გაშვებული გოლის შემდეგ უპირატესობა სტუმრებმა იგდეს ხელთ, განსაკუთრებით აღსანიშნავია ოსკარის კარგი თამაში. ბრაზილიელი ძალიან კარგად თამაშობდა და “წითლების” მცველებს მუდმივი ზეწოლის ქვეშ ამყოფებდა.
მეორე ტაიმშიც აშკარად “ჩელსი” ჯაბნიდა მეტოქეს და ეს პირველ რიგში ჟოზე მოურინიოს დამსახურებაა, რომელმაც პირველი წუთების შემდგომ ტაქტიკა შეცვალა და თავის შეგირდებს პრესინგის თამაში დაავალა, რამაც აშკარად გაამართლა. გადამწყვეტი აღმოჩნდა შეხვედრის 67-ე წუთი სეზარ აზპილიკუეტამ დიდებულად ითამაშა, ფაქტიურად გადასული ბურთი მოაბრუნა, ფელიპე კოუტინიო მოატყუა და საჯარიმოში გააკეთა გადაცემა, რომელსაც დიეგო კოშტა დახვდა და თავის მე-10 გოლი გაიტანა პრემიერლიგაში. “ლივერპული” ბევრს ეცადა თამაშის გადარჩენას, თუმცა არაფერი გამოუვიდა და ზედიზედ მეორე მარცხი იწვნია. რაც შეეხებათ ლონდონელებს, “არისტოკრატებს” 29 ქულა აქვთ და მე-2 ადგილზე მყოფ “საუთჰემპტონს” 4 ქულით უსწრებენ.

შესანიშნავ თამაშს განაგრძობს “საუთჰემპტონი”, რომლის ჩავარდნასაც ძალიან ბევრი ელის. “ლესტერთან” მოგებულ შეხვედრაში რონალდ კუმანის გუნდი ძალიან დიდ უპირატესობას ფლობდა და სრულიად დამსახურებულად მოიპოვა 3 ქულა. პირველ ნახევარში “წმინდანთა” რიგებიდან მანეს ჰქონდა ყველაზე რეალური შანსი, მაგრამ მცირედით ააცილა. მეორე ტაიმის დასაწყისში იმავე მანემ მოახერხა გოლის გატანა, მაგრამ თამაშგარე მდგომარეობა დაფიქსირდა. გადამწვეტი აღმოჩნდა რონალდ კუმანის სწორი ცვლილება. 68-ე წუთზე შემოსულმა შეინ ლონგმა დუბლი შეასრულა და ზედიზედ მე-4 გამარჯვება მოიპოვა. კუმანის კრებული 25 ქულით მე-2 ადგილს იკავებს, 4 ქულით ჩამორჩება ლიდერ “ჩელსის” და ამდენივე ქულით უსწრებს “მანჩესტერ სიტის”.

სამმატჩიანი მოუგებელი სერია შეწყვიტა “მანჩესტერ იუნაიტედმა”, რომელმაც დიდი უპირატესობის მიუხედავად მხოლოდ ერთბურთიანი სხვაობით დაამარცხა “კრისტალ პალასი”. ერთადერთი გოლი შეცვლაზე შემოსულმა ხუან მატამ გაიტანა 67-ე წუთზე.

სენსაციური შედეგი დაფიქსირდა “ლოფტუს როად სთედიუმზე”, სადაც “ქუინზ პარკ რეინჯერსმა” “მანჩესტერ სიტი” მიიღო და საპატიო ფრეს მიაღწია. მასპინძლები ორჯერ იგებდნენ, თუმცა სერხიო აგუერომ დუბლი შეასრულა და თავის გუნდს ქულა გადაურჩინა. “მანჩესტერ სიტი” უკვე რვა ქულით ჩამორჩება “ჩელსის”, ხოლო “საუთჰემპტონს” – ოთხით.

მიმდინარე სეზონში პირველი გამარჯვება იზეიმა “ბარნლიმ”, რომელმაც ბარნსის გოლით დაამარცხა “ჰალ სიტი”. “ბოლეინ გრაუნდზე” კი, “ვესტ ჰემმა” და “ასტონ ვილამ” უგოლოდ ითამაშეს.

ლივერპული – ჩელსი 1:2 (1:1)


ლივერპული, “ენფილდ როუდი”

ლივერპული (4-3-3): მინოლე, ლოვრენი, შკრტელი, მანკილიო, ჯონსონი, ჯერარდი, ჩანი (ალენი 70), ჰენდერსონი, სტერლინგი, კოუტინიო (ბორინი 70), ბალოტელი (ლამბერტი 79).
მწვრთნელი: ბრენდან როჯერსი

ჩელსი (4-2-3-1): კურტუა, ტერი, კეჰილი, აზპილიკუეტა, ივანოვიჩი, მატიჩი, ფაბრეგასი, რამირესი (ვილიანი 54), ოსკარი, აზარი (ლუისი 95), კოშტა (დროგბა 90).
მწვრთნელი: ჟოზე მოურინიო

გოლები: 1:0 ჩანი (9), 1:1 კეჰილი (14), 1:2 კოშტა (67).
გაფრთხილებები: სტერლინგი, ბალოტელი – ივანოვიჩი, მატიჩი, ოსკარი, კოშტა, კურტუა
მსაჯი: ენტონი ტეილორი

მანჩესტერ იუნაიტედი – კრისტალ პალასი 1:0 (0:0)

მანჩესტერი, “ოლდ ტრაფორდი”

მანჩესტერ იუნაიტედი (4-1-4-1): დე ხეა, მაკნაირი (ფლეტჩერი 91), ბლინდი, შოუ, ვალენსია, კერიკი, დი მარია (უილსონი 71), რუნი, ფელაინი, იანუზაი (მატა 63), ვან პერსი.
მწვრთნელი: ლუის ვან გაალი

კრისტალ პალასი (4-4-1-1): სპერონი, დელანი, დანი, იარდი, მარიაპა, ლედლი, მაკარტური, ბოლასი (გაილი 81), პანჩონი, შამახი (ბენანი 81), კემპბელი (დოილი 91).
მწვრთნელი: ნილ უორნოკი

გოლი: მატა 67.
გაფრთხილებები: ვალენსია – იარდი, დელანი, ბოლასი
მსაჯი: კრის ფოი

საუთჰემპტონი – ლესტერი 2:0 (0:0)

საუთჰემპტონი, “სენტ მერი სთედიუმი”

საუთჰემპტონი (4-3-3): ფორსტერი, ფონტე, ალდერვეირელდი, კლაინი, ბერტრანი, დევისი (კორკი 40), შნეიდერლენი (რიდი 92), ვანიამა, მანე (ლონგი 68), ტადიჩი, პელე.
მწვრთნელი: რონალდ კუმანი

ლესტერი (4-3-1-2): შმეიხელი, ვასილვსკი, მორგანი, შლუპი, დე ლაეტი (მური 54), ჯეიმსი, კამბიასო, დრინკვოთერი, კინგი (პაუელი 76), ულოა (ვუდი 71), ვარდი.
მწვრთნელი: ნაიჯელ პირსონი

გოლები: ლონგი 75;80.
გაფრთხილებები: შნეიდერლენი, ალდერვეირელდი – მური, ვასილევსკი
მსაჯი: მაიკლ ოლივერი

ბარნლი – ჰალი 1:0 (0:0)

ბარნლი, “ტურფ მური”

ბარნლი (4-4-1-1): ჰიტონი, შაკელი, დაფი, იარდი, ტრაიპერი, მარნი, ჯონსი, არფილდი (კიგთლი 55), ბოიდი, ბარნსი (იუტკევიჩი 75), ინგსი.
მწვრთნელი: სეან რიჩი

ჰალი (3-4-1-2): ჰარპერი, მაკშეინი, დევისი, ჩესტერი (ბენ არფა 59), ლივერმორი, ჰადლსტოუნი (რამირესი 51), ბრედი, ელმოჰამედი, ალუკო (ქუინი 51), ერნანდესი.
მწვრთნელი: სტივ ბრიუსი

გოლი: ბარნსი 50.
გაფრთხილებები: შაკელი, იარდი, დაფი, მარნი, ინგსი, იუტკევიჩი – ჩესტერი, ერნანდესი, ბრედი, ლივერმორი
მსაჯი: მარკ კლატენბურგი

ვესტ ჰემი – ასტონ ვილა 0:0


ლონდონი, “ბოლეინ გრაუნდი”

ვესტ ჰემი (4-3-1-2): ადრიანი, რიდი, კოლინსი, კრესველი, ჯენკინსონი, ნობლი (კეროლი 92), კუაიტე (ნოლანი 66), სონგი, დაუნინგი, ვალენსია (კოული 75), სახო.
მწვრთნელი: სემ ელარდაისი

ასტონ ვილა (4-3-3): გუზანი, ბეიკერი (სენდეროსი 88), ვლაარი, სისოკო, ლოუტონი, ვესტვუდი, სანჩესი, კლევერლი, ვაიმანი, ნ’ზოგბია (კლარკი 92), აგბონლაჰორი.
მწვრთნელი: პოლ ლამბერტი

გაფრთხილებები:
კლევერლი, ვაიმანი, აგბონლაჰორი
მსაჯი: ჯონათან მოსი

ქპრ – მანჩესტერ სიტი 2:2 (1:1)


ლონდონი, “ლოფტუს როად სთედიუმი”

ქპრ (4-4-2): გრინი, კოლკერი, დანი, ისლა, იუნი, ფერი, სანდრო (ბარტონი 46), ჰენრი, ვარგასი, აუსტინი, ზამორა.
მწვრთნელი: ჰარი რედნაპი

მანჩესტერ სიტი (4-2-3-1): ჰარტი, დემიჩელისი, მანგალა, კლიში, სანია, ფერნანდინიო (ჯეკო 64), ფერნანდო, ნასრი (მილნერი 74), ტურე, ნავასი, აგუერო.
მწვრთნელი: მანუელ პელეგრინი

გოლები: 1:0 აუსტინი (21), 1:1;2:2 აგუერო (32;83), 2:1 დემიჩელისი (76 ს.კ.).
გაფრთხილებები: სანდრო, ისლა, დანი, ვარგასი – ნასრი, სანია
მსაჯი: მაიკლ დინი

ბომბარდირები: სერხიო აგუერო (“მანჩესტერ სიტი”) –12. დიეგო კოშტა (“ჩელსი”) - 10. ბერაჰინო (“ვესტ ბრომვიჩი”), ალექსის სანჩესი ("არსენალი") – 7. გრაციანო პელე (“საუთჰემპტონი”), დიაფრა სახო (“ვესტ ჰემი”) – 6.

0.114893