კალათბურთი

20:50 | 8.11.2014 | ნანახია [] - ჯერ

სუპერლიგა 2-2 ლიდერითა და აუტსაიდერით

სუპერლიგის მესამე ტურში განსაკუთრებულ ინტერესს 2 შეხვედრა იწვევდა. პარასკევს, რუსთავში ქვემოქართლელებმა გასული სეზონის თასისა და სუპერთასის მფლობელ “ქუთაისს” მოუგეს, შაბათის ცენტრალური მატჩი კი სამართლიანად იყო მიჩნეული “შსს აკადემიისა” და “სოხუმის” დაპირისპირება. კოტე ტუღუშისა და ვაჟა კვარაცხელიას შეგირდების პაექრობამ მაყურებელთა ინტერესი გაამართლა.

პირველ პერიოდში თავიდანვე აკადემიელები დაწინაურდნენ, თუმცა, სოხუმელთა მსროლელი ირაკლი ჩლაიძე არ ცხრებოდა და პერიოდის დასრულებამდე 3 წუთით ადრე ძირითადად მისი მცდელობით ანგარიში საყაიმო გახდა 13:13. სოხუმელთა 13 ქულიდან 9 სწორედ ჩლაიძის ანგარიშზე გახლავთ. პრაქტიკულად თანაბარი თამაში მეოთხედის მიწურულამდე გაგრძელდა, ბოლო წამზე კი აკაკი ლომოურმა ზუსტი სამიანი გაისროლა და “შსს აკადემია” 24:20 დააწინაურა.

დაძაბული გამოდგა მეორე და მესამე პერიოდებიც. მეორე მეოთხედში ლაშა ფარღალავასა და გიორგი ჯგერენაიას მცდელობით “სოხუმი” დაწინაურდა, თუმცა, პოზიციის დათმობას არც მისი მოწინააღმდეგე აპირებდა. დიდ შესვენებამდე თამაში პრაქტიკულად ქულა-ქულაში მიდიოდა და ჩლაიძის მიერ ზუსტად შესრულებულმა ორმა ჯარიმამ ტაიმი “სოხუმს” 43:42 მოაგებინა.

მესამე მეოთხედის საწყის წუთებზე მეოთხე პერსონალური ჯარიმა მიიღო აკადემიელთა წამყვანმა მეფარე გიორგი შარაბიძემ, რასაც ტექნიკურიც “მიაყოლა” და სათადარიგოთა სკამზე გადაინაცვლა. ამის შემდეგ ტუღუშმა აქცენტი “მოძრავ” მოთამაშეებსა და შორეულ ტყორცნებზე გააკეთა, რამაც გაუმართლა კიდეც – მთლიანობაში აკადემიელებმა 10 სამქულიანი ჩააგდეს (სოხუმელებმა მხოლოდ 4) და მეოთხე პერიოდში უპირატესობა თანდათან გაზარდეს. მატჩის დასრულებამდე ოთხნახევარი წუთით ადრე ბექა წივწივაძემ სამქულიანი ზუსტად გამოიყენა, მატჩის მსვლელობისას საკუთარ გუნდს ყველაზე დიდი საქულე უპირატესობა (12) მოუპოვა 77:65 და შეხვედრის გამარჯვებულის ვინაობაც პრაქტიკულად გაარკვია. საბოლოოდ “შსს აკადემიამ” 81:70 მოიგო, ასპარეზობის მსვლელობისას კი კარგი თამაშით ერთბაშად რამდენიმე კალათბურთელმა გამოიჩინა თავი. სოხუმელთაგან მათ ლიდერებს - ირაკლი ჩლაიძეს (27 ქულა) და ლაშა ფარღალავას (16) გამოვყოფთ, თუმცა, დამარცხებულთა რიგებში საუკეთესო ალბათ მაინც გიორგი ჯგერენაიაა. მან 17 ქულითა და 12 მოხსნით ორმაგი დუბლი შეასრულა, ამასთან ოთხჯერ მეტად ეფექტური ბლოკ-შოტი განახორციელა. გამარჯვებულთაგან ქების სიტყვებით ბექა ჩიკვილაძე, მისი სეხნია წივწივაძე, აკაკი ლომოური, აგრეთვე 20 წლის ფორვარდი ბექა ნადირაძე უნდა მოვიხსენიოთ, მატჩის საუკეთესო მოთამაშე კი ლევან ფაცაცია იყო. საქართველოს ნაკრების წევრმა ჯგერენაიას მსგავსად ორმაგი დუბლი შეასრულა (12 ქულა, 10 მოხსნა) და მთლიანობაში საკუთარი გუნდისთვის მეტად სასარგებლოდ გაისარჯა, რასაც მის მიერ შესრულებული 5 შედეგიანი გადაცემა, აგრეთვე 2-2 ჩაჭრა და ბლოკ-შოტი ადასტურებს.

საქართველოს მოქმედი ჩემპიონის “დინამოსა” და ახალგაზრდა მოთამაშეებით დაკომპლექტებული “ოლიმპის” დაპირისპირებაში ირაკლი ხოშტარიას გუნდი ფავორიტად ითვლებოდა, თუმცა, გია კაზანჯიანის შეგირდებმა მიმდინარე სეზონში მესამედაც დაადასტურეს, არავისთვის ხელწამოსაკრავი ოპონენტები რომ არ იქნებიან. თავდაპირველად “დინამო” ჯერ 12:2, შემდეგ 15:4 დაწინაურდა. თუმცა, ოლიმპელებმა მიჯრით 10 ქულა უპასუხო ქულა მოიპოვეს, სხვაობა მინიმუმამდე დაიყვანეს (14:15) და მატჩს ინტრიგა შესძინეს. დაძაბული პაექრობა პირველი ტაიმის მიწურულამდე გაგრძელდა. საწყისი 2 პერიოდის შემდეგ “დინამო” მხოლოდ 2 ქულას იგებდა (49:47), დიდი შესვენების შემდეგ კი საერთო კლასმა მაინც თავისი გაიტანა და ჩემპიონმა 100:80 იმარჯვა.

დღის პირველ მატჩში კი მიხეილ კობეშავიძის “ბათუმმა” დამაჯერებლად სძლია “მგზავრები-არმიას” და მიმდინარე სუპერლიგაში პირველად მოიგო.

საქართველოს რიგით XXIV ჩემპიონატს 3-3 მოგებით და ამდენივე წაგებით 2-2 ლიდერი და აუტსაიდერი ჰყავს, თუმცა, კარგად გვესმის რომ რეგულარულის სტარტზე “ლიდერი” და “აუტსაიდერი” ჯერჯერობით პირობითი მცნებაა.

მგზავრები-არმია 57 - 72 ბათუმი რსუ

გუნდი

1

2

3

4

ჯამ

მგზავრები-არმია

15

8

12

22

57

ბათუმი

24

15

16

17

72

მგზავრები-არმია

წუთ 2–ქულიანი 3–ქულიანი საჯარიმოები მოხსნები პას ჯარ დაკ ჩაჭ დაფ ქულ
% % % ჯამ
4 ირაკლი გულისაბედაშვილი 09:03 1 1 100 0 2 0 0 0 0 1 1 2 0 0 0 2 0 2
5 იოსებ ლეჟავა 16:51 0 1 0 1 3 33.3 0 0 0 0 1 1 2 3 1 0 0 3
6 ტატო ჩაჩიბაია 11:17 1 1 100 1 2 50 0 0 0 1 0 1 1 3 0 0 0 5
7 დავით მაისურაძე * 34:11 5 6 83.3 1 1 100 3 5 60 3 7 10 3 2 5 2 2 16
8 მერაბ ბოქოლიშვილი * 34:09 4 11 36.4 0 5 0 0 0 0 1 3 4 4 0 0 1 0 8
9 თეიმურაზ ბაბუნაშვილი * 21:29 0 2 0 0 4 0 0 0 0 0 4 4 1 1 5 0 0 0
10 ილია შიოლაშვილი 06:26 1 1 100 0 0 0 0 0 0 1 2 3 0 0 1 0 0 2
11 ლუკა ზაქრაძე 07:00 0 2 0 1 1 100 0 0 0 0 1 1 0 0 1 0 1 3
12 გელა კოპალიანი 03:12 1 1 100 0 0 0 0 0 0 0 0 0 0 0 1 1 1 2
13 რევაზ ათანელიშვილი 19:29 1 4 25 0 0 0 3 4 75 1 3 4 1 1 1 0 0 5
24 ოთარ ბულიავა * 20:11 2 5 40 1 2 50 0 0 0 0 1 1 2 2 0 0 0 7
25 დავით იოსელიანი * 16:42 2 5 40 0 1 0 0 1 0 0 3 3 0 1 1 2 0 4
2 1 3 0 1 0 2 0 0
18 40 45.00 5 21 23.81 6 10 60.00 10 27 37 14 14 18 8 4 57

ბათუმი რსუ

წუთ 2–ქულიანი 3–ქულიანი საჯარიმოები მოხსნები პას ჯარ დაკ ჩაჭ დაფ ქულ
% % % ჯამ
4 დავით აფხაზავა 12:38 0 2 0 0 1 0 0 0 0 1 2 3 0 0 1 0 0 0
5 ალექსანდრე ფევაძე 00:17 0 0 0 0 0 0 0 0 0 0 0 0 0 0 0 0 0 0
7 ირაკლი მიქელაძე * 29:41 1 8 12.5 1 3 33.3 1 2 50 0 2 2 8 4 3 4 0 6
8 ავთანდილ ელიაშვილი 00:00 0 0 0 0 0 0 0 0 0 0 0 0 0 0 0 0 0 0
9 ლევან რევაზაშვილი * 26:32 2 3 66.7 1 2 50 0 0 0 0 3 3 0 0 0 1 0 7
10 ლევან ბაბილოძე 03:29 0 0 0 0 1 0 0 0 0 0 0 0 0 0 1 0 0 0
11 ნოდარ თენიეშვილი * 19:58 3 5 60 1 2 50 0 0 0 2 2 4 2 2 3 1 1 9
12 ნიკოლას ჯეიმს კელოგი * 34:17 5 7 71.4 4 7 57.1 1 1 100 0 6 6 3 0 2 3 0 23
13 მამუკა ბოლქვაძე 17:35 0 2 0 0 0 0 0 0 0 1 2 3 1 3 3 0 0 0
14 ქრისტოფერ ლეონ ფელჩერი * 35:26 9 17 52.9 0 0 0 2 5 40 4 12 16 1 1 1 2 4 20
15 ლევან ელიაძე 20:07 0 1 0 2 5 40 1 2 50 2 2 4 2 2 0 3 0 7
1 0 1 0 0 0 2 0 0
20 45 44.44 9 21 42.86 5 10 50.00 11 31 42 17 12 16 14 5 72

მსაჯები: მაკა კუპატაძე, ირაკლი ბერიშვილი, გურამ მიქელაძე

კომისარი: როლანდ გელოვანი

გუნდი

1

2

3

4

ჯამ

შსს აკადემია

24

18

22

21

85

სოხუმი

20

23

16

15

74

წუთ 2–ქულიანი 3–ქულიანი საჯარიმოები მოხსნები პას ჯარ დაკ ჩაჭ დაფ ქულ
% % % ჯამ
5 რევაზ როგავა * 25:10 2 5 40 0 0 0 1 2 50 1 4 5 3 3 4 2 1 5
7 ბექა ჩიკვილაძე * 30:45 3 6 50 2 5 40 3 6 50 0 4 4 1 2 2 0 1 15
9 ლევან ლოლიშვილი 06:51 0 0 0 1 1 100 0 0 0 0 0 0 1 1 0 0 0 3
10 გიორგი შარაბიძე * 21:00 6 9 66.7 0 0 0 1 4 25 2 1 3 2 5 4 0 0 13
21 ვასილ მჭედლიშვილი 00:00 0 0 0 0 0 0 0 0 0 0 0 0 0 0 0 0 0 0
12 ლევან ფაცაცია * 36:16 4 11 36.4 1 3 33.3 1 4 25 2 8 10 5 3 1 2 2 12
13 ბექა წივწივაძე * 34:57 4 8 50 3 5 60 1 2 50 2 6 8 8 4 2 0 0 18
20 აკაკი ლომოური 26:01 1 3 33.3 3 8 37.5 0 0 0 0 3 3 0 3 0 1 0 11
54 იოსებ ბიბილური 05:32 1 2 50 0 0 0 0 0 0 1 0 1 0 2 1 0 0 2
61 დავით ნოზაძე 00:00 0 0 0 0 0 0 0 0 0 0 0 0 0 0 0 0 0 0
62 ბექა ნადირაძე 13:28 3 5 60 0 0 0 0 0 0 1 4 5 0 3 1 1 0 6
91 ვასილ კუტალაძე 00:00 0 0 0 0 0 0 0 0 0 0 0 0 0 0 0 0 0 0
5 3 8 0 0 0 0 0 0
24 49 48.98 10 22 45.45 7 18 38.89 14 33 47 20 26 15 6 4 85
წუთ 2–ქულიანი 3–ქულიანი საჯარიმოები მოხსნები პას ჯარ დაკ ჩაჭ დაფ ქულ
% % % ჯამ
4 მიხეილ ჩიტაშვილი 24:41 3 5 60 0 2 0 1 2 50 1 4 5 4 3 2 0 0 7
5 ბექა ჭიჭვეიშვილი 01:05 0 0 0 0 0 0 0 0 0 0 0 0 0 1 0 0 0 0
6 შოთა გოლეთიანი 00:00 0 0 0 0 0 0 0 0 0 0 0 0 0 0 0 0 0 0
7 ირაკლი ჩლაიძე * 37:01 5 11 45.5 2 7 28.6 11 14 78.6 0 5 5 1 1 0 0 0 27
9 დიმიტრი დვალიშვილი 23:41 2 2 100 0 2 0 0 0 0 3 6 9 1 2 2 1 2 4
11 გრიგოლ შვანგირაძე * 29:25 1 2 50 0 3 0 1 2 50 4 0 4 0 5 2 0 1 3
13 ვატო ბააკაშვილი * 15:19 0 2 0 0 3 0 0 0 0 1 1 2 1 0 3 1 0 0
14 გიორგი რევაზაშვილი * 04:49 0 1 0 0 0 0 0 0 0 0 0 0 0 1 0 0 0 0
15 გიორგი ჯგერენაია * 34:39 7 13 53.8 0 0 0 3 6 50 3 9 12 1 1 1 0 4 17
21 გიორგი ფერიაშვილი 00:00 0 0 0 0 0 0 0 0 0 0 0 0 0 0 0 0 0 0
22 დავით დეკანოიძე 02:30 0 0 0 0 0 0 0 0 0 0 0 0 0 1 0 0 0 0
55 ლაშა ფარღალავა 26:50 4 8 50 2 7 28.6 2 2 100 1 1 2 1 3 0 1 0 16
1 1 2 0 0 0 1 0 0
22 44 50.00 4 24 16.67 18 26 69.23 14 27 41 9 18 11 3 7 74

მსაჯები: მაკა კუპატაძე, ზაზა მაჩალაძე, დავით ბერეკაშვილი

კომისარი: როლანდ ხომერიკი

გუნდი

1

2

3

4

ჯამ

ოლიმპი

24

25

12

19

80

დინამო

28

19

27

26

100

% % % ჯამ
1 ლერი კვანტალიანი * 08:43 1 3 33.3 0 0 0 0 2 0 1 2 3 0 0 1 0 0 2
3 საბა ლობჟანიძე * 12:34 0 1 0 1 4 25 0 0 0 0 1 1 0 2 2 0 0 3
4 ნუგზარ აბულაძე * 29:59 0 4 0 1 8 12.5 1 2 50 0 5 5 4 3 4 2 0 4
5 კოკა ტომარაძე 26:02 2 3 66.7 3 5 60 2 2 100 1 1 2 1 3 1 0 0 15
6 გეგი ბაქრაძე * 22:33 5 6 83.3 0 0 0 0 1 0 1 1 2 0 3 4 1 1 10
8 კახა ტომარაძე 00:00 0 0 0 0 0 0 0 0 0 0 0 0 0 0 0 0 0 0
9 ნოდარ გოგოძე 19:53 3 4 75 0 2 0 4 4 100 1 2 3 4 3 0 2 0 10
10 ზურაბ მაჩალაძე 25:25 2 3 66.7 2 3 66.7 0 0 0 9 2 11 3 5 3 3 1 10
11 ირაკლი ალხანაიძე 17:11 2 8 25 0 0 0 4 6 66.7 0 3 3 1 3 0 0 0 8
12 მერაბ მირზიაშვილი 04:10 1 2 50 0 0 0 0 0 0 1 2 3 1 1 0 0 0 2
15 ბექა ქარცივაძე 03:46 1 1 100 0 0 0 0 0 0 0 1 1 0 0 0 0 0 2
34 ზვიად ანთაძე * 29:44 5 11 45.5 1 5 20 1 2 50 2 5 7 3 3 4 2 0 14
გიორგი გუგეშაშვილი 2 1 3 0 0 0 0 0 0
22 46 47.83 8 27 29.63 12 19 63.16 18 26 44 17 26 19 10 2 80

% % % ჯამ
4 გიორგი გამყრელიძე * 36:53 7 12 58.3 0 2 0 6 8 75 1 3 4 10 2 5 2 0 20
5 თეიმურაზ თავამაიშვილი 00:00 0 0 0 0 0 0 0 0 0 0 0 0 0 0 0 0 0 0
6 სანდრო მეგენეიშვილი 02:07 0 0 0 0 0 0 0 0 0 0 1 1 1 1 1 0 0 0
7 ბესიკ ლეჟავა * 36:48 7 11 63.6 6 9 66.7 5 5 100 0 4 4 3 1 4 1 0 37
8 გიორგი ვახანია * 28:37 1 1 100 1 2 50 0 0 0 1 5 6 0 1 3 1 0 5
9 ილია ლონდარიძე * 17:39 4 6 66.7 0 0 0 5 5 100 1 3 4 1 4 0 1 0 13
11 რევაზ დიდია 26:20 0 2 0 2 6 33.3 3 4 75 1 1 2 2 2 1 1 0 9
13 რიჩარდ მათიაშვილი * 30:26 3 4 75 0 0 0 2 4 50 2 7 9 4 4 0 1 1 8
20 გიორგი ორმოცაძე 19:44 0 3 0 2 6 33.3 2 6 33.3 1 1 2 0 2 0 2 0 8
24 დავით ხიზანიშვილი 00:00 0 0 0 0 0 0 0 0 0 0 0 0 0 0 0 0 0 0
34 ბექა ღუდუშაური 01:26 0 0 0 0 0 0 0 0 0 0 0 0 0 1 0 0 0 0
35 ვიქტორ კოღუაშვილი 00:00 0 0 0 0 0 0 0 0 0 0 0 0 0 0 0 0 0 0
0 3 3 0 0 0 0 0 0
22 39 56.41 11 25 44.00 23 32 71.88 7 28 35 21 18 14 9 1 100

მსაჯები: დავით ბერეკაშვილი,დავით ბერიშვილი, მიხეილ ვართანოვი

კომისარი: გია სანაძე

superleague.ge-ს სტატისტიკური მონაცემები

1 რუსთავი 3 3 / 0 264 / 211 6
2 დინამო 3 3 / 0 257 / 203 6
3 შსს აკადემია 3 2 / 1 243 / 240 5
4 ქუთაისი 3 2 / 1 214 / 213 5
5 ბათუმი 3 1 / 2 189 / 188 4
6 ოლიმპი 3 1 / 2 251 / 259 4
7 მგზავრები-არმია 3 0 / 3 189 / 243 3
8 სოხუმი 3 0 / 3 217 / 267 3

მეოთხე ტურში ერთმანეთს შეხვდებიან

15 ნოემბერი

“ოლიმპი” – “მგზავრები-არმია”

“შსს აკადემია” – “ბათუმი”

“დინამო” – “რუსთავი”

“სოხუმი” – “ქუთაისი”

0.148852