არგენტინის ეროვნული ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ხერარდო მარტინომ განაცხადა, რომ მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელის გამოსავლენ გამოკითხვაში მხარს ლეო მესის უჭერს.
„ყოველთვის, როცა ხმის მიცემის საშუალება მექნება, მხარს მესის დავუჭერ, რადგან ის მართლაც საუკეთესოა მსოფლიოში“, - აღნიშნა მარტინომ.
თუ ვინ გახდება წელს მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელი, 2015 წლის 12 იანვარს ციურიხში გაირკვევა. მესის უშუალო კონკურენტი პორტუგალიელი სუპერვარსკვლავი კრიშტიანუ რონალდუ იქნება. გამოკითხვაში ხმის მიცემის უფლება ნაკრების მწვრთნელებს, კაპიტნებს და ჟურნალისტებს აქვთ.