ფეხბურთი

17:03 | 8.11.2014 | ნანახია [] - ჯერ

ტური ორი ცენტრალური მატჩით

იტალიის სერი ა-ს მეთერთმეტე ტური რეჯო ემილიაში დღეს დაიწყება. შაბათს მხოლოდ ორი თამაშია: “სასუოლოს” სტუმარი “ატალანტა” იქნება, ხოლო გენიუს “სამპდორიას” “მილანი” ეწვევა.

ტურის ცენტრალური მატჩები კვირას გაიმართება. ფლორენციაში ბენიტესის “ნაპოლი” ჩავა, ხოლო “რომასთან” ვენტურას “ტორინო” ითამაშებს.

“იუვენტუსი” ერთ-ერთ აუტსაიდერ “პარმას” მიიღებს და ეს შეხვედრაც საინტერესო უნდა იყოს. ალეგრის გუნდმა გასავრდნ ზონაში მყოფ გუნდთან ერთხელ უკვე დაკარგა ქულები, კიდევ ერთი ჩავარდნის შემთხვევაში კი შესაძლოა “რომა” კვლავ გაუთანაბრდეს.

სასუოლო – ატალანტა

დრო: 8 ნოემბერი, 21:00 საათი

ადგილი: რეჯო ემილია, “დელ ტრიკოლორე”

სეზონის სტარტზე ერთ-ერთმა აუტსაიდერმა “სასუოლომ” შედეგიანი ფეხბურთის თამაში დაიწყო. ბოლო ოთხ ტურში რვა ქულა მოიპოვეს დი ფრანჩესკოს მოთამაშეებმა. ბერარდი, ზაზა, ფლოკარი და ტეიდერი გუნდის ლიდერებად ითვლებიან და ქულათა მოგროვება მათმა თამაშმა განაპირობა, თუმცა დაცვის ხაზიც საიმედოდ თამაშობს. “სასუოლოს” სასტარტოში მუდმივად ასპარეზობს გამოცდილი კანავარო.

“ატალანტა” გასავრდნ ზონაში იმყოფებოდა, თუმცა “პარმასთან” მოგებას ჩემპიონატის გამორჩეულ გუნდებთან მოპოვებული ქულებიც დაერთო. “ნაპოლისა” და “ტორინოსთან” შეხვედრებში კოლანტუნოს ფეხბურთელებმა ფრედ ითამაშეს და მნიშვნელოვანი ქულები მოიპოვეს, რადგან გასავრდნ ზონას ორი ქულით დაშორდნენ. “ატალანტას” ფორვარდ ბოოკიეს გუნდში ყველაზე მეტი 2 გოლი აქვს გატანილი.

სავარაუდო შემადგენლობები:

სასუოლო: კონსილი, ვრსალიკო, კანავარო, ანტე, პელუზო, ტეიდერი, მანანელი, მისიროლი, ბერარდი, ზაზა, სანსონე

ატალანტა: სპორტიელო, ზაპაკოსტა, ბიავა, ბენალუნე, დრამე, რაიმონდი, ბასელი, მილაჩიო, დ’ალესანდრო, მორალესი, დენისი

სამპდორია – მილანი

დრო: 8 ნოემბერი, 23:45 საათი

ადგილი: გენუა, “ლუიჯი ფერარი”

მიხაილოვიჩის გუნდი წარმატებით ასპარეზობს და სავარაუდოდ ჩემპიონთა ლიგის ზონაში მოხვედრისთვის იბრძოლებს

ბოლო ტურში “სამპდორიამ” დამაჯერებლად დაამარცხა “ფიორენტინა.” გოლები პალომბომ, რიცომ და ედერმა გაიტანეს. შეიძლება ითქვას, გუნდს ლიდერი არ ჰყავს, სერბი მწვრთნელი გუნდური ფეხბურთის მიმდევარია.

“მილანის” თამაშის ხარისხმა ბოლო ტურებში კრიტიკა დაიმსახურა, თუმცა ინძაგის გუნდში არსებული რესურსიც უნდა გავითვალისწინოთ. ამ კონტინგენტით ძნელია “იუვენტუსსა” და “რომას” კონკურენცია გაუწიო, ამასთან, ინძაგი სამწვრთნელო კარიერაში მაღალ დონეზე პირველ ნაბიჯებს დგამს. ხარისხისა და შედეგის ჩვენება კი დროს მოითხოვს, ამავდროულად, კლუბის ხელმძღვანელთა მხარდაჭერას გუნდის გაძლიერების საკითხში.

მილანელთა გამორჩეული ფეხბურთელი იაპონელი ჰონდაა. მან ათ მატჩში 6 გოლი გაიტანა და საგოლე პასებიც დაარიგა. ასევე საინტერესოა, რომ “მილანის” ფორვარდების ანგარიშზე მხოლოდ ერთი გოლია, რომელიც ტორესმა “ემპოლისთან” გაიტანა.

სავარაუდო შემადგენლობები:

სამპდორია: რომერო, დე სილვესტრი, კასტალდელო, რეჯინი, მესბა, სორიანო, ობიანი, რიცო, გაბიდინი, ოკაკა, ედერი

მილანი: დეიგო ლოპესი, ბონერა, რამი, მექსე, დე შილიო, ესიენი, დე იონგი, ბონავენტურა, ჰონდა, მენეზი, ელ შაარავი

კალიარი – ჯენოა

დრო: 9 ნოემბერი, 15:30 საათი

ადგილი: კალიარი, “სან’ელია”

“კალიარი” უცნაური გუნდია. ორად-ორი გამარჯვება მოიპოვა და ორივე შემთხვევაში გასვლით მატჩებში დიდი ანგარიშით მოიგო. “ინტერს” მილანში 4:1, ხოლო “ემპოლის” “კარლო კასტელანიზე” 4:0 მოუგო. ეკდალმა და საუმ ოთხ-ოთხი გოლი გაიტანეს. გუნდის მთავარ დამრტყმელ ძალად ეს ფეხბურთელები ითვლებიან, მათ იბარბოც უბამს მხარს.

“ჯენოამ” ბოლო ხუთი ტურიდან ოთხი მოიგო და ერთი ფრედ დაასრულა. მეხუთე-მეექვსე ადგილენს “ნაპოლისთან” ერთად იყოფს და ევროზონაში მოხვედრის რეალური შანსი აქვს, თუმცა რამდენად მოახერხებს გასპერინის გუნდი სეზონის ბოლომდე წარმატებით თამაშს ძნელი სათქმელია. გუნდის წარმატება მნიშვნელოვნად განაპირობა მატრისა და პინილიას თამაშმა. გოლებისა და საგოლე პასების უმეტესი ნაწილი მათზე მოდის. პინილიამ სამი, ხოლო მატრიმ ხუთი გოლი გაიტანა. “იუვენტუსის” დამარცხების შემდეგ უდინეში გაიმარჯვეს. ასე რომ, “კალიარის” რთული მატჩი ელის.

სავარაუდო შემადგენლობები:

კალიარი: კრანო, ბალზანო, კეპიტელი, როსეტინი, აველარი, დესენა, კონტი, ეკდალი, ფარიასი, საუ, კოსუ

ჯენოა: პერინი, რონკალია, ბურდისო, მარკესი, ედენილსონი, სტურარო, ბერტოლაჩი, ანტონელი, იაგო, მატრი, პეროტი

ემპოლი – ლაციო

დრო: 9 ნოემბერი, 18:00 საათი

ადგილი: ემპოლი, “კარლო კასტელანი”

“ემპოლის” ძალიან უჭირს ქულების აღება. ბოლო სამ მატჩში ერთი გოლი გაიტანა და ცხრა გაუშვა. ერთადერთი გამარჯვება “პალერმოსთან” ხუთ ოქტომბერს მოიპოვა.

სარის ფორვარდთაგან გამორჩეულია პუკარელი, რომელმაც სამი გოლი გაიტანა. ლევან მჭედლიძე 7 მატჩი ჩაატარა და გოლი არ გაუტანია, თუმცა ხშირად ქონდა გოლის გატანის შანსი.

“ლაციომ” ბოლო ექვსი ტურიდან ხუთი მოიგო. ჯორჯევიჩმა ხუთი, ხოლო კლოზემ სამი გოლი გაიტანა. პიოლის გუნდმა ხშირი მოგებების შემდეგ მესამე ადგილზე აინაცვლა. მეორე ადგილოსან “რომას” სამი, ხოლო ლიდერ “იუვენტუს” ექვსი ქულით ჩამორჩება.

სავარაუდო შემადგენლობები:

ემპოლი: სეპე, ლურინი, ბარბა, რუგანი, რუი, ვეცინო, ვალდიფიორი, კროკე, ზელინსკი, ტავანო, მაკარონე

ლაციო: ბერიშა, პერეირინია, დე ვრი, კანი, ბრაფჰეიდი, პაროლო, ბიგლია, ლულიჩი, კანდრევა, ჯორჯევიჩი, მაური

კიევო – ჩეზენა

დრო: 9 ნოემბერი, 18:00 საათი

ადგილი: ვერონა, “მარკ’ანტონიო ბენტეგოდი”

“ბენტეგოდიზე” ჩემპიონატის აუტსაიდერები ითამაშებენ. მათთვის ყოველი ქულა მნიშვნელოვანია. თუნდაც ფრე შესაძლოა ორივე გუნდს დაეხმაროს ერთი ადგილით ანაცვლებაში.

“კიევომ” ოთხი წაგებული მატჩის შემდეგ გასულ ტურში “სასუოლოსთან” ფრედ ითამაშა, ხოლო “ჩეზენამ” ასევე ფრედ დაასრულა მატჩი ჰელას “ვერონასთან.”

“კიევოს” გამორჩეული ფეხბურთელები პალოსკი და მაქსი ლოპესი არიან, ხოლო “ჩეზენაში” ალეხანდრო როდრიგესი და დეფრელი ითვლებიან ლიდერებად.

სავარაუდო შემადგენლობები:

კიევო: ბიზარი, ფრეი, გამბერინი, ზუკანოვიჩი, ბირაგი, კოფი, ჰეტემაი, ბირსა, მეჯორინი, შელოტო, მაქსი ლოპესი

ჩეზენა: ლელი, კაპელი, ვოლტა, ლუჩინი, მანუსონი, ჯორჯი, კასკიონე, დე ფრუდისი, დეფრელი, კარბონერო, ალმეიდა

“იუვენტუსი” – “პარმა”

დრო: 9 ნოემბერი, 18:00 საათი

ადგილი: ტურინი, “იუვენტუსი”

“იუვენტუსმა” ერთხელ უკვე დაკარგა ქულები გასავრდნ ზონაში მყოფ გუნდთან, როცა “სასუოლოსთან” ფრედ ითამაშა, რასაც “პალერმოსთან” მოგება და “ჯენოასთან” მარცხი მოჰყვა.

“პარმამ” გასულ ტურში სენსაცია მოახდინა. მაცარის “ინტერს” დე შელიეს დუბლით მოუგო და ბოლო ადგილს თავი დააღწია.

“პარმას” გამორჩეული მოთამაშე გამოცდილი კასანოა. მან ცხრა თამაშში ხუთი გოლი გაიტანა, ხოლო ტურინელთაგან 6 გოლი გაიტანა კარლოს ტევესმა.

სავარაუდო შემადგენლობები:

იუვენტუსი: ბუფონი, ლიხშტაინერი, ბონუჩი, კიელინი, ოგბონა, პოგბა, პირლო, მარკიზიო, ტევესი, ლორენტე, მორატა

პარმა: მირანტე, მენდესი, ლუკარელი, კოსტა, რისპოლი, აქუა, ლოდი, მაური, დე შელიე, კასანო, ბელფოდილი

პალერმო – უდინეზე

დრო: 9 ნოემბერი, 18:00 საათი

ადგილი: პალერმო, “რენცო ბარბერა”

“უდინეზემ” კარგად დაწყებული სეზონის შემდეგ აშკარად მოუკლო და ხშირად აგებს. ამიტომაც მესამე ადგილიდან მერვე ადგილზე ჩამოინაცვლა.

საპირისპირო ვითარებაშია “პალერმო,” რომელმაც ბოლო ოთხ ტურში სამი მატჩი მოიგო. გასულ ტურში “მილანი” “ჯუზეპე მეაცაზე” დაამარცხა და გასავრდნ ზონას 5 ქულით დაშორდა.

“პალერმოში” ერთ-ერთი საუკეთესო 20 წლის არგენტინელი დიბალაა, რომლის მიმართ ინტერესს რამდენიმე გუნდი ამჟღავნებს. გუნდის ერთ-ერთი გამორჩეული ფეხბურთელია ბელოტი. 20 წლის ფორვარდის ანგარიშზე 2 გოლია.

სტრამაჩონის გუნდში ფორვარდთაგან მხოლოდ დი ნატალესა და ტერუს გააქვთ. 37 წლის იტალიელი “უდინეზესთვის” კვლავ მნიშვნელოვანი ფიგურაა, ხოლო ტერუმ ალღო აუღო სერია ა-ს.

სავარაუდო შემადგენლობები:

პალერმო: სორენტინო, მუნიოსი, გ. გონსალესი, ანდელკოვიჩი, პისანო, რიგონი, მარესკა, ბარეტო, ლაზაარი, ვასკესი, დიბალა

უდინეზე: კარნეზისი, ვიდმერი, ჰურტუ, დანილო, პირისი, ბადუ, ალანი, გილერმე, კონე, ტერუ, მურიელი

ფიორენტინა – ნაპოლი

დრო: 9 ნოემბერი, 21:00 საათი

ადგილი: ფლორენცია, “არტემიო ფრანკი”

ფლორენციული კლუბი არასტაბილურად თამაშობს, ხოლო ბენიტესის გუნდმა ევროპალიგაზე წარმატებულ მატჩებს სერია ა-ში გამარჯვებები დაურთო.

მონტელას გუნდი იტალიის ჩემპიონატში ხშირად აგებს და მეათე ადგილზე იმყოფება. ფლორენციელებს ევროზონაში მოხვედრა ძალიან გაუჭირდებათ. გასულ სეზონთან შედარებით “ფიორე” ვერ უტევს ისე ლაღად და შედეგიანად.

ნეაპოლელებმა ჩემპიონთა ლიგის ჯგუფურ ეტაპში ვერ მოხვდნენ, თუმცა ჩავარდნას თავი დააღწიეს და სავარაუდოდ კვლავ ევროპის საუკეთესო საკლუბო ტურნირში მოხვედრას ეცდებიან.

სავარაუდო შემადგენლობები:

ფიორენტინა: ნეტო, ტომოვიჩი, გო. როდრიგესი, სავიჩი, ალონსო, აკვილანი, პიზარო, ბორხა ვალერო, მატი ფერნანდესი, კუადრადო, ბაბაქარი

ნაპოლი: რაფაელი, მაჯო, ალბიოლი, კულიბალი, გულამი, ინლერი, დავიდ ლოპესი, კალეხონი, ჰამშიკი, ინსინე, იგუაინი

ინტერი – ვერონა

დრო: 9 ნოემბერი, 23:45 საათი

ადგილი: მილანი, “ჯუზეპე მეაცა”

“ინტერი” მიმდინარე სეზონში ნაჩვენები შედეგით გრანდის შთაბეჭდილებას არ ტოვებს. მაცარის გუნდი ვერ ახერხებს სტაბილურად თამაშების მოგებას და მეცხრე ადგილზე იმყოფება.

ოდნავ ქვევით, მე-11 საფეხურზეა “ვერონა.”ჰელასელებმა ბოლოს 4 ოქტომბერს “კალიარისთან” მოიგეს და წარმატებით დაწყებულ სეზონს წარუმატებლად აგრძელებენ. კრიზისის კულმინაცია “ნაპოლისთან” 2-6 მარცხი იყო.

სავარაუდო შემადგენლობები:

ინტერი: ჰანდანოვიჩი, რანოკია, ვიდიჩი, ჟესუსი, ობი, კუზმანოვიჩი, დოდო, მედელი, პალასიო, იკარდი, კოვაჩიჩი,

ვერონა: რაფაელი, მარტიჩი, მარკესი, მორასი, აგოსტინი, იონიტა, ობადი, ჰალფრედსონი, გომესი, ტონი, კრისტოდულოპულოსი

რომა – ტორინო

დრო: 9 ნოემბერი, 23:45 საათი

ადგილი: რომი, “სტადიო ოლიმპიკო”

ტურის ერთ-ერთი ცენტრალური მატჩი რომში გაიმართება. ჩემპიონობისთვის მებრძოლი რომაელები ევროპალიგაზე მოთამაშე “ტორინოს” უმაპსინძლებენ.

“რომამ” ბოლო ტურში ნეაპოლელებთან მარცხს ჩემპიონთა ლიგაზე “ბაიერნთან” მარცხი მოაყოლა და რუდის გარსიას გუნდის კრიზისზეც შეგვიძლია ვისაუბროთ.

“რომამ” ბოლო ხუთ შეხვედრაში ჩემპიონთა ლიგასა და სერია ა-ში სამიგოლი გაიტანა და 11 გაუშვა.

ვენტურას გუნდიც არ არის სასურველ ფორმაში. ხუთშაბათს ფინეთში “ჰიკ-თან” დამარცხდნენ, ხოლო სერი ა-ს ბოლო ტურში აუტსაიდერ “ატალანტას” საკუთარ მოედანზე ვერ გაუტანეს.

სავარაუდო შემადგენლობები:

რომა: დე სანკტისი, ტოროსიდისი, იანგა-მბივა, მანოლასი, კოული, პიანიჩი, დე როსი, ნაინგოლანი, ჟერვინიო, ტოტი, ლიაიჩი

ტორინო: ჟილე, მაქსიმოვიჩი, გლიკი, მორეტი, პერესი, გაცი, ვივესი, ფარნერუდი, დარმიანი, ელ კადური, კვალიარელა

0.140847