ფეხბურთი

13:44 | 8.11.2014 | ნანახია [] - ჯერ

1966 წლის მუნდიალის ოქროს მედალი აუქციონზე გაიყიდება

ინგლისის ეროვნული ნაკრების ყოფილი ფეხბურთელი ჯიმი გრივზი 1966 წელს ინგლისში გამართულ მუნდიალზე მოპოვებულ ოქროს მედალს აუქციონზე გაყიდის. ჯიმი გრივზი ინგლისის ერთ-ერთი საუკეთესო ფეხბურთელი გახლდათ, თუმცა პრობლემების გამო სანუკვარი მედლის გაყიდვა უხდება.

ბრიტანული მედია იუწყება, რომ ბოლო დროს ინგლისელი ალკოჰოლს გაუშინაურდა და სახლიც გაყიდა. 74 წლის გრივზი აუქციონზე 18-კარატიანი ოქროს მედლის გაყიდვას 50 000 გირვანქად აპირებს და დიდი ალბათობით არც გაუჭირდება.

გრივზს 1966 წელს ტრავმის გამო ფინალის გამოტოვება მოუხდა, სულ კი ეროვნულ ნაკრებში 57 მატჩი ჩაატარა და 44 გოლი გაიტანა.

0.117637