ფეხბურთი

13:20 | 8.11.2014 | ნანახია [] - ჯერ

ბიელსას იბრას დაბრუნების არ ეშინია

მარსელის „ოლიმპიკის“ დამრიგებელმა მარსელო ბიელსამ პსჟ-სთან მატჩისწინა პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ პარიზელთა შვედი გოლიადორის ზლატან იბრაჰიმოვიჩის მოედანზე დაბრუნების არ ეშინია.

„ჩვენ ვიცით,რომ რთული მატჩი გველოდება, მითუმეტეს, როდესაც გუნდს ლიდერი უბრუნდება. იბრაჰიმოვიჩი კარგი ფეხბურთელია, მაგრამ ჩვენ მისი არ გვეშინია და ის ჩვენ გეგმებს ვერ შეცვლის. მის შესაჩერებლად ყველაფერს გავაკეთებთ“ - თქვა ბიელსამ.

ზლატან იბრაჰიმოვიჩი ქუსლის ტრავმის გამო სექტემბრის ბოლოდან ლაზარეთში იმყოფებოდა. შვედმა ვარჯიში ორშაბათს განაახლა და შესაძლებელია კვირას მოედანზე ვიხილოთ.

მატჩი „სტად დე ფრანსზე“ პსჟ“-ს და „მარსელს“ შორის კვირას თბილისის დროით 00:00 საათზე დაიწყება.

0.138536