კალათბურთი

12:04 | 17.11.2014 | ნანახია [] - ჯერ

ზაზამ “მაიამის” 11 ქულა ჩაუგდო

ზაზა ფაჩულიას “მილოუკი ბაქსმა” გასვლით მატჩში “მაიამისთან” იმარჯვა 91:84. ზაზა სასტარტო 5-ეულში არ იმყოფებოდა. ფაჩულიამ პარკეტზე 25 წუთი და 17 წამი გაატარა. მისი მონაგარი გახლდათ, 11 ქულა, 5 მოხსნა, 2 პასი და 1 ჩაჭრა. ქართველმა ცენტრმა 9-დან 5 ორქულიანი ჩააგდო, 1-დან 1 საჯარიმო გამოიყენა და რაც უნდა უცნაური იყოს ფაჩულიამ 1 სამქულიანი ესროლა და ისიც ააცილა. ზაზას მარგი ქმედების კოეფიციენტი +2 გახლდათ.

“მილოუკს” 5 მოგება და 5 წაგება დაუგროვდა. ფაჩულიას გუნდი აღმოსავლეთ კონფერენციის მე-6 ადგილზე იმყოფება.

0.133079