კალათბურთი

23:36 | 7.11.2014 | ნანახია [] - ჯერ

ცსკა-მ მარკოიშვილის გარეშე იმარჯვა

ტრავმირებული მანუჩარ მარკოიშვილის გარეშე მოთამაშე მოსკოვის ცსკა-მ ევროლიგის მორიგ ტურში მალაგას “უნიკახას” უმასპინძლა და არცთუ იოლად – 95:85 დაამარცხა.

თამაშის გმირი რუსული გრანდის სერბი უკანახაზელი მილოშ ტეოდოსიჩი გახდა, რომელმაც 27 ქულა და 10 პასი მიითვალა. 16-16 ქულა ჩააგდეს ფრიძონმა და ვიმსმა, ჰაინსის მონაგარი კი 14 ქულა იყო. მალაგელები მარცხისგან გრეინჯერის და კუზმინსკასის გარჯამაც ვერ იხსნა. მათ 20-20 ქულა მიითვალეს.

შეგახსენებთ, რომ ტრავმის გამო, მარკოიშვილს უკვე რამდენიმე კვირა გაუცდა და მოედანს როდის დაუბრუნდება, ჯერაც უცნობია.

ცსკა-მ B ჯგუფში მე-4 მატჩი მოიგო და დამაჯერებლად ლიდერობს, მომდევნო მატჩს კი 14 ნოემბერს საფრანგეთში “ლიმოჟთან” გამართავს.

0.117014