კალათბურთი

21:41 | 7.11.2014 | ნანახია [] - ჯერ

შენგელიას კლუბი ამერიკელ ფორვარდს გამოეთხოვა

ესპანური საკალათბურთო კლუბი “ლაბორალ კუჩა”, რომელშიც ქართველი თორნიკე შენგელიაც ირიცხება, მძიმე ფორვარდ დი ჯეი უაიტს დაემშვიდობა.

ამერიკელმა კალათბურთელმა ბასკურ კლუბთან ერთთვიანი კონტრაქტი ოქტომბერში გააფორმა, ახლა კი, “ლაბორალ კუჩამ” მასთან თანამშრომლობის გაგრძელება აღარ ისურვა.

შეგახსენებთ, რომ შენგელიას კლუბს ევროლიგაში მომდევნო მატჩი დღეს ელის. ბასკები ვალენსიაში არიან ჩასულნი და თბილისის დროით 23:45 საათიდან ადგილობრივ გუნდს გაეჯიბრებიან.

0.119842