ფეხბურთი

19:52 | 7.11.2014 | ნანახია [] - ჯერ

“სამტრედია” 3-1 “გურია”: ჟინი, ხარისხი და შედეგი...

“სამტრედიამ” საკუთარ მოედანზე ლანჩხუთის “გურიას” უმასპინძლა და შედეგთან ერთად ის ფეხბურთი შესთავაზა თავის ერთგულ გულშემატკივარს, როგორსაც რამდენიმე ტურია უკვე ითხოვენ სამტრედიელი ქომაგები. თამაშის დამთავრების შემდეგ “გურიას” დამრიგებელმა აღნიშნა, რომ მისმა გუნდმა ძალიან ცუდად ითამაშა, ეს ალბათ უფრო იმის “ბრალი” იყო, რომ “სამტრედიამ” არ დაინდო მეტოქე და თავიდანვე ერთგვარი შტურმი შესთავაზა სტუმრებს და შექმნილი სახიფათო მომენტებიდან ნახევარი მაინც რომ გამოეყენებინა, ანგარიშში გაცილებით უფრო დიდი სხვაობა იქნებოდა სამტრედიელთა სასარგებლოდ...

სამტრედიაში კარგი, მზიანი საფეხბურთო ამინდი იყო. ტრადიციულად ადგილობრივი გულშემატკივრებიც მრავლად მოვიდნენ სტადიონზე და 90 წუთის განმავლობაში შემართებით ქომაგობდნენ თავიანთ საყვარელ გუნდს. ორივე გუნდს სანახაობრიოვი, ლაღი თამაში შეთავაზებაღა რჩებოდა გულშემატკივრებისთვის და მატჩიც შედგა.

შეხვედრა ორიოდე წუთის დაწყებული იყო, როცა გორგიაშვილი შორიდან დაემუქრა მეკარე ზუხბაიას კარს, თუმცა ბურთი მცირედით აცდა მიზანს. სულ ცოტა ხანში კი დათო კვირკველიამ ფლანგზე გრძელი გადაცემა გაუკეთა გეწაძეს, მან საჯარიმოში დაჰკიდა ბურთი და რომ არა სტუმართა მცველების გონივრული მოქმედება, ილია კერძევაძე მზად იყო ბურთი კარში გადაეგზავნა. 13-ე წუთზე იმავე გეწაძეს შეეძლო გაეხსნა ანგარიში, მასპინძელთა 99 ნომერმა საჯარიმოს მისადგომებიდან უძლიერესად დაარტყა - მეტოქე გუნდის კარის გვერდითა ძელს ბურთმა სანტიმეტრებში ჩაუქროლა.

16-ე წუთზე კი მასპინძელთა ზეწოლამ და შეტევებმა შედეგი მოიტანა. Yშეტევა თავად გოლის ავტორმა კაკუბავამ წამოიწყო თავისი საჯარიმოდან, როცა ორი მცველის ჩამოტოვება შეძლო და დოლიძეს გადააწოდა ფლანგზე. დოლიძემ საჯარიმოში შესულ კაკუბავას გამოზომილი გადაცემით დაუბრუნა ბურთი, ამ უკანასკნელმა კი ვარდნაში, ერთი შეხებით დალაშქრა ზუხბაიას კარი 1:0.

გოლის გაშვების შემდეგ სტუმრები ცოტათი გამოფხიზლდნენ. მათი იშვიათი საპასუხო შეტევა 18-ე წუთზე საბა ლომიამ განახორციელა. მან ცრუ მოძრაობით ორი ფეხბურთელი მოატყუა, რიკოშეტით ბურთი კოშკაძეს მიუვიდა, მისი უძლიერესი დარტყმა კი არაზუსტი გამოდგა.

23-ე წუთზე ერთბაშად სამი სამტრედიელი ფეხბურთელი უტევდა სტუმართა კარს, თავიდან ილია კერძევაძის ახლო მანძილიდან დარტყმული ბურთი უკუაგდო “გურიას” კიპერმა, დამატებაზე კი მცველები გადაეღობნენ და სიტუაციაც განიმუხტა. როგორც წინა ეპიზოდში ამჯერადაც საპასუხო შეტევა საბა ლომიას შეეძლო კარგად დაესრულებინა, მაგრამ შალამბერიძის ჩაწოდებულ ბურთს ვერ შესწვდა.

პირველი ტაიმის მიწურულს თამაშის ტემპი შენელდა. თითქოს გუნდები გასახდელში მოქმედი ანგარიშით უნდა გასულიყვნენ, მაგრამ ტაიმის დამატებულ 1-ელ წუთზე თავისივე წაქცევისთვის დანიშნული ჯარიმა უზადოდ შეასრულა გამოცდილმა ალექსანდრე კოშკაძემ, საჯარიმოში კი ყველას საბა ლომიამ დაასწრო და ახლო მანძილიდან ერთი შეხებით ბურთი კარში გადაგზავნა 1:1.

მიუხედავად ტერიტორიული უპირატესობისა და ბევრი გამოუყენებელი მომენტისა, “სამტრედიას” მეორე ტაიმში თავიდან მოუწია სასურველი შედეგის მისაღწევად ბრძოლა. მართალია, არც პირველ ტაიმში აკლდა “სამტრედიას” თამაშს სიმწვავე და ჟინი, მაგრამ მასპინძლები მეორე ტაიმში უფრო მეტი მოტივაციით გავიდნენ მინდორზე და ამან შედეგი გამოიღო.

51-ე წუთზე გოლის ავტორ ლევან კაკუბავას ცოტა რომ გამართლებოდა, დუბლის შესრულება შეეძლო. დოლიძის კარგ ჩაწოდებულს მეტოქე გუნდის საჯარიმოში თავი კაკუბავამ დაუხვედრა. თითქოსდა გოლი გარდაუვალი იყო, მაგრამ ბურთი მცირე მანძილით აცდა მიზანს. 5 წუთში კაკუბავას საგოლე გადაცემის ავტორი შეეძლო გამხდარიყო. მისი ჩინებული გადაცემის შედეგად გორგიაშვილი და ბაკურაძე დარჩნენ ხელსაყრელ პოზიციაზე. ბაკურაძემ თანაგუნდელს დაუთმო კარში დარტყმის შესაძლებლობა, გორგიაშვილის დარტყმა კი არაზუსტი გამოდგა.

გურულები კონტრიერიშით ცდილობდნენ თამაშის აწყობას, მაგრამ მეორე ტაიმში იმდენად დიდი გახდა მასპინძლების უპირატესობა, რომ რამდენიმე წუთის განმავლობაში ზედიზედ სახიფათო შეტევა მხოლოდ ერთი კარის მიმართულებით ხორციელდებოდა. 59-ე წუთზე ერთ-ერთი ასეთი შეტევის შემდეგ ბრწყინვალედ ითამაშა მასპინძელთა კაპიტანმა ლევან ბაკურაძემ. მან საჯარიმოს მისადგომებიდან უძლიერესად დაარტყა. ბურთი გვერდითა ძელს მოხვდა, დამატებაზე კი დოლიძემ ცარიელ კარს ააცილა.

61-ე წუთზე “სამტრედიამ” მაინც მიაღწია საწადელს. Gგოლი გეწაძის აქტიურობას მოჰყვა, რომელიც დღევანდელ შეხვედრაში ერთ-ერთი გამორჩეული ფეხბურთელი იყო ორივე გუნდის მხრიდან. მან ფლანგზე ითამაშა კარგად, შემდეგ კი გამოზომილი ზუსტი გადაცემა გაუკეთა საჯარიმოში მყოფ დოლიძეს, რომელსაც ამჯერად ბურთის კარში ზუსტად გადაგზავნა არ გასჭირვებია 2:1.

“სამტრედია” მიღწეულზე გაჩერებას არ აპირებდა. მესამე გოლი თავისი მშობლიური კუთხის გუნდის კარში დათო კვირკველიამ მატჩის მიწურულს გაიტანა. მას ფლანგზე გეწაძემ გაატანა ბურთი, კვირკველიამ საჯარიმოში შეიწია და მარცხენა დაბალ კუთხეში ზუსტი დარტყმით საბოლოო ანგარიში 3:1 დააფიქსირა.

ზაზა ზამთარაძე: “სეზონის დასრულებამდე ერთი თვეა დარჩენილი და პირველ რიგში ჩვენი მთავარი მიზანი შედეგია. თუმცა სასიამოვნოა ის ფაქტიც, რომ შედეგთან ერთად ხარისხიც უკეთესი გახდა. წინა შეხვედრისგან განსხვავებით, დღევანდელი თამაში ფეხბურთს ჰგავდა.Dდიდი მადლობა მინდა გადავუხადო ბიჭებს მონდომებისთვის და ბრძოლისთვის, გურიას კი წარმატებებს ვუსურვებ”.

თემურ ლორია: “პირველ რიგში მოწინააღმდეგე გუნდს მივულოცავ გამარჯვებას, ვიტყვი რომ ღირსეულ გამარჯვებას. მართალია, “გურიას” ფინანსური პრობლემები აქვს, რაც უარყოფითად მოქმედებს ფეხბურთელებზე, მაგრამ სიმართლე უნდა ითქვას, რომ ასე ჩვენი გუნდი არცერთს არ დაუჯაბნია”.

“სამტრედია” (სამტრედია) – “გურია” (ლანჩხუთი) 3:1 (1:1)

სამტრედია. 7 ნოემბერი. “ეროსი მანჯგალაძე”. 1300 მაყურებელი

“სამტრედია”: ბეგაშვილი, კაკუბავა, შალიკაშვილი, კვირკველია, ბაკურაძე, ბეჭვაია, დათუნაიშვილი (შ.კერძევაძე 90), გეწაძე, გორგიაშვილი (მელქაძე 82), დოლიძე, ი. კერძევაძე (ქანთარია 76).

მთავარი მწვრთნელი: ზაზა ზამთარაძე

“გურია”: ზუხბაია, ჟვანია, გოგიაშვილი, ჯიშკარიანი (კილაძე 84), ინგოროყვა, მიქაბერიძე (წილოსანი 69), შალამბერიძე, ჯოჯუა, გაბრიჩიძე, კოშკაძე, ლომია.

მთავარი მწვრთნელი: თემურ ლორია

გოლები: კაკუბავა (16), ლომია (45+1), დოლიძე (61), კვირკველია (85)

გაფრთხილება: გეწაძე (45)

მთავარი მსაჯი: ჯენერ ხორავა

1.

დინამო თბილისი

12

8

2

2

23:9

26

2.

დილა

12

6

3

3

18:11

21

3.

სამტრედია

12

6

3

3

14:9

21

4.

სპარტაკი

12

6

2

4

12:18

20

5.

ჩიხურა

12

5

3

4

13:12

18

6.

ზესტაფონი

12

4

5

3

24:15

17

7.

დინამო ბათუმი

12

5

2

5

11:11

17

8.

მეტალურგი

11

4

4

3

14:12

16

9.

ტორპედო

12

3

6

3

13:12

15

10.

მერანი

11

4

3

4

9:8

15

11.

გურია

12

3

5

4

12:20

14

12.

სიონი

12

3

3

6

11:17

12

13.

ვიტ ჯორჯია

11

3

2

6

11:12

11

14.

შუქურა

11

2

5

4

10:15

11

15.

კოლხეთი

12

2

4

6

9:15

10

16.

ზუგდიდი

12

2

4

6

7:15

10

მეგოლეები:

9 - ჯაბა დვალი (ზესტაფონი)

7 - ირაკლი მოდებაძე (დილა)

6 - ოთარ კვერნაძე (ტორპედო), გიორგი პაპუნაშვილი (დინამო თბილისი)

5 - შოთა ლომია (ზუგდიდი)

4- კობა შალამბერიძე (გურია), დაჩი ცნობილაძე (მეტალურგი)

3 - დავით სირაძე (სიონი), ბადრი ტეტუნაშვილი, გიორგი ჩელებაძე (დინამო ბათუმი), ირაკლი ძარია, ნიკოლოზ საბანაძე, ჩისკო (დინამო თბილისი), მათე კვირკვია (ვიტ ჯორჯია), ვარლამ კილასონია, ირაკლი სიხარულიძე (მეტალურგი), თეიმურაზ ღონღაძე (ჩიხურა), დათა ციცხვაია (მერანი), დათა სიჭინავა (კოლხეთი)

შენიშვნა:უმაღლეს, პირველ და დუბლების ჩემპიონატში თანაბარი ქულების დაგროვების შემთხვევაში, ადგილები გაირკვევა შემდეგი პრიორიტეტული პრინციპით:

-ჩემპიონატში უშუალოდ ურთიერთშეხვედრების შედეგები (ქულათა რაოდენობა და შემდეგ ბურთების უკეთესი სხვაობა. ბურთების ერთნაირი სხვაობის შემთხვევაში, უპირატესობა მიენიჭება გუნდს, რომელსაც ერთმანეთთან შეხვედრებში სტუმრად მეტი გოლი აქვს გატანილი);

-ჩემპიონატში მოგებათა მეტი რაოდენობა;

-ჩემპიონატში გატანილი და მიღებული ბურთების უკეთესი სხვაობა;

-ჩემპიონატში გატანილი გოლების მეტი რაოდენობა;

-ჩემპიონატში სტუმრად გატანილი გოლების მეტი რაოდენობა;

-ჩემპიონატის განმავლობაში გუნდის მიერ მიღებული – წითელ – ყვითელი ბარათების რაოდენობა (წითელი – 3 ქულა, ყვითელი – 1 ქულა. თანაბარი ქულების დაგროვების შემთხვევაში, უპირატესობა მიენიჭება ნაკლებ წითელ ბარათს);

-თუ გუნდებს ეს მაჩვენებელიც თანაბარი აღმოაჩნდებათ, ადილების გამოსავლენად მოეწყობა კენჭისყრა.

0.158885