ფეხბურთი

18:16 | 7.11.2014 | ნანახია [] - ჯერ

რონალდუ-მესი - ამჯერად სანაკრებო დონეზე

პორტუგალიის ეროვნული ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ფერნანდუ სანტუშმა 24-კაციანი შემადგენლობა დაასახელა. პორტუგალიელები 14 ნოემბერს ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩში შინ სომხეთის ეროვნულ გუნდს დაუხვდებიან, ხოლო 18 ნოემბერს მანჩესტერში "ოლდ ტრაფორდზე" ამხანაგურ შეხვედრაში არგენტინელებს დაუპირისპირდებიან.

ყველაზე დიდი გამოხმაურება მაინც პორტუგალია - არგენტინის დაპირისპირებას აქვს, რადგან ამ გუნდების მონაწილეობით კიდევ ერთხელ ვიხილავთ კრიშტიანუ რონალდუს და ლიონელ მესის დაპირისპირებას.

სანტუშის გაფართოებული შემადგენლობა მომდევნო მატჩებისთვის შემდეგნაირად გამოიყურება:

მეკარეები: ანტონი ლოპესი ("ლიონი", საფრანგეთი), ბეტო ("სევილია"), რუი პატრისიო (ლისაბონის "სპორტინგი").

მცველები: ბოსინგვა ("ტრაბზონსფორი", თურქეთი), ბრუნუ ალვეში ("ფენერბაჰჩე", თურქეთი), კედრიკი (ლისაბონის "სპორტინგი"), ხოსე ფონტე ("საუთჰემპტონი", ინგლისი), პეპე ("რეალი", ესპანეთი), რაფაელ გერერო ("ლორიენი", საფრანგეთი) რიკარდო კარვალიო ("მონაკო", საფრანგეთი), ტიაგო გომესი ("ბრაგა").

ნახევარმცველები: ადრიენი, მარიო ჟოაო კარვალიო, ვილიამი (ყველა ლისაბონის "სპორტინგი"), ანდრე გომესი ("ვალენსია", ესპანეთი), ჟოაო მოუტინიო ("მონაკო", საფრანგეთი), ტიაგო ("ატლეტიკო", ესპანეთი).

თავდამსხმელები: კრიშტიანუ რონალდუ ("რეალი", ესპანეთი), დანი ("ზენიტი", რუსეთი), ედერი ("ბრაგა"), რიკარდო ქუარეჟმა ("პორტუ"), ვიეირინია ("ვოლფსბურგი", გერმანია), ელდერ პოშტიგა ("დეპორტივო", ესპანეთი), ნანი ("სპორტინგი").

0.116198