ინგლისის პრემიერლიგის ოფიციალური ვებგვერდის ინფორმაციით, გასული თვის საუკეთესო მწვრთნელი "ვესტ ჰემის" თავკაცი სემ ელერდაისი გახდა, საუკეთესო ფეხბურთელად კი ამავე გუნდის შემტევი დიაფრა სახო დაასახელეს.
"ჩაქუჩებს" ოქტომბრის თვე ნაყოფიერი გამოუვიდათ. ელერდაისის შეგირდებმა "ქიუნზ პარკ რეინჯერსი" (2:0), "ბარნლი" (3:1), "მანჩესტერ სიტი" (2:1) დაამარცხეს და ამჟამად სატურნირო ცხრილში 17 ქულით მე-5 ადგილზე იმყოფებიან.
"ჩვენ ახალ გუნდს ვაშენებთ, ასე რომ, ეს ჯილდო მარტო მე არ მეკუთვნის", - განაცხადა ელერდაისმა.
"სიმართლე გითხრათ, ცოტათი გაოცებული ვარ. მინდა თანაგუნდელებს მადლობა გადავუხადო, რადგან ჩემ ასპარეზობაში მათ დიდი წვლილი შეიტანეს", - განაცხადა სენეგალელმა ფეხბურთელმა.
დიაფრა სახომ პრემიერლიგის მიმდინარე სეზონში 7 მატჩში 6 გოლი გაიტანა, აქედან ოქტომბრის თვეში მის ანგარიშზე სამი გოლია.