“ჰიუსტონ როკეტსმა” სახლში “სან ანტონიო სპურსი” 17-ქულიანი სხვაობით 98:81 დაამარცხა. “სან ანტონიოს” მწვრთნელის გრეგ პოპოვიჩის გადაწყვეტილებით, მატჩში მონაწილეობა არ მიუღიათ ტიმ დანკანს და მანუ ჯინობილის. მატჩში საუკეთესო “ჰიუსტონის” ცენტრი დუაიტ ჰოვარდი გახლდათ, რომელმაც ორმაგი დუბლი შეასრულა 36 ქულა და 16 მოხსნა.
“პორტლენდ ბლეიზერსმა” “დალას მავერიქსს” უმასპინძლა და 21-ქულიანი სხვაობით 108:87 გაანადგურა. პირველი ტაიმის შემდეგ “დალასი”პორტლენდს 4 ქულით ამარცხებდა, თუმცა მომდევნო 2 პერიოდში “პორტლენდმა” დაცვაში თამაში გამოასწორა და შეტევაშიც სროლა გამოსდიოდათ, რაც საბოლოოდ ანგარიშზეც აისახა. მატჩის საუკეთესო მექულე ლამარკუს ოლდრიჯი გახლდათ 20 ქულით. “დალასის” ლიდერმა გერმანელმა დირკ ნოვიცკიმ 17 ქულა ჩააგდო.
“ჰიუსტონ როკეტსი” – “სან ანტონიო სპურსი” 98:81 (18:15, 27:14, 36:26, 17:26)
“ჰიუსტონი”: ჰოვარდი (32 ქ. 16 მ.), ჰარდენი (20 ქ. 6 მ. 6 პ.), ტერი (16 ქ.), კენანი (12 ქ.), დენიელსი (8 ქ.), არიზა (7 ქ.), ჯონსონი (2 ქ.), გარსია (1 ქ.).
“სან ანტონიო”: ჯოზეფი (18 ქ.), ბეინსი (12 ქ. 12 მ.), გრინი (10 ქ.), ლეონარდი (7 ქ. 5 პ.), დიაო (7 ქ.), პარკერი (6 ქ.), ეირსი (6 ქ. 6 მ.), დეი (6 ქ.), ბონერი (5 ქ.), ანდერსონი (4 ქ. 8 მ.).
“პორტლენდი” – “დალასი” 108:87 (20:24, 26:26, 35:18, 27:19)
“პორტლენდი”: ოლდრიჯი (20 ქ. 7 მ.), ლილარდი (18 ქ. 5 მ. 6 პ.), მაკკოლუმი (13 ქ.), მეტიუზი (12 ქ.), კამანი (12 ქ. 5 მ.), ბატუმი (8 ქ. 9 მ. 9 პ.), ლოპესი (8 ქ. 8 მ.), ბლეიკი (8 ქ.), რობინსონი (3 ქ.), ლეონარდი (3 ქ.), რაიტი (3 ქ.).
“დალასი”: ნოვიცკი (17 ქ.), ელისი (14 ქ.), პარსონსი (11 ქ.), ბარეა (8 ქ.), ჰარისი (7 ქ.), ამინუ (7 ქ.), ნელსონი (6 ქ.), რაიტი (6 ქ.), ჩენდლერი (4 ქ.), ჯეფერსონი (3 ქ.), სმიტი (2 ქ.), ვილანუევა (2 ქ.).