კალათბურთი

1:41 | 7.11.2014 | ნანახია [] - ჯერ

შენგელია ყოფილი გუნდის წინააღმდეგ ითამაშებს, მარკოიშვილი კვლავ ტრავმირებულია

დღეს, ევროლიგაში მორიგ მატჩებს ჩაატარებენ მანუჩარ მარკოიშვილის ცსკა და თორნიკე შენგელიას “ლაბორალ კუჩა”, თუმცა, მოედანზე მხოლოდ ამ უკანასკნელს ვიხილავთ, რადგანაც “მანუ” კვლავაც ტრავმირებულია.

მოსკოველები შინაურ კედლებში მალაგას “უნიკახას” დაუხვდებიან და მარკოიშვილის გარდა ვიკტორ ხრიაპას და ალეიკსეი ზოზულინსაც მოისაკლისებენ.

ესპანური მეტოქე ჰყავს “ლაბორალ კუჩასაც”. ბასკები ვალენსიაში ჩადიან და ადგილობრივ გუნდს ეთამაშებიან, რომელსაც ევროლიგაში სამივე გასული მატჩი წაგებული აქვს. აღნიშნულის შესახებ შენგელიამ შემდეგი კომენტარი გააკეთა.

“ეს არაფერს ნიშნავს. ვალენსიელებს ჩინებული გუნდი ჰყავთ და ურთულესი მატჩის მოლოდინში ვართ”.

შეგახსენებთ, რომ ქართველი ფორვარდს “ვალენსიაში” არაერთი წელი აქვს გატარებული, ამდენად, მომავალი მატჩი მისთვის გამორჩეული იქნება. თორნიკემ ისიც თქვა, რომ მძიმე ტრავმის შემდეგ, სასურველ ფორმას უბრუნდება.

“ტრავმის გამო, გარკვეული დრო გამიცდა და ფიზიკურად საუკეთესო მდგომარეობაში არ ვარ, თუმცა, ვგრძნობ, რომ ჩვეულ კონდიციებს ვიბრუნებ. ბევრს ვმუშაობ და მომავალ თამაშშიც, გამარჯვებისთვის მაქსიმუმს გავიღებ”.

ცნობისთვის, ცსკა-ს და “უნიკახას” მატჩი თბილისის დროით 21:00 საათზე დაიწყება, “ვალენსიას” და “ლაბორალ კუჩას” შეხვედრა კი სტარტს 23:45 აიღებს.

0.108911