ფეხბურთი

0:21 | 7.11.2014 | ნანახია [] - ჯერ

ვაწაძე შეუჩერებელია!

დანიური “ორჰუსის” 25 წლის ქართველი ფორვარდი მათე ვაწაძე შეუჩერებელია. მიმდინარე სეზონში ვაწაძემ მე-14 მატჩი ჩაატარა და მე-11 (!) გოლი შეაგდო.

დანიის პირველი დივიზიონის მე-15 ტურში ორჰუსელებმა “ვეილე” მიიღეს და ზედიზედ 2 მარცხის შემდეგ, დამაჯერებელი გამარჯვება იზეიმეს – 4:0.

ვაწაძემ, რომელმაც 77-ე წუთამდე ითამაშა, თავი 24-ე წუთზე გამოიჩინა და ანგარიში 2:0 გახადა. მასპინძელთა კიდევ ერთი ქართველი თავდამსხმელი დავით სხირტლაძე მინდორზე 88-ე წუთზე გამოჩნდა, დავით დევდარიანი კი ჯერაც ტრავმირებულია.

ქართველთა კლუბმა 22 ქულა მოაგროვა და მე-4 ადგილზე გადაინაცვლა, მომდევნო მატჩს კი 16 ნოემბერს, სტუმრად, “ბრონსჰოისთან” ჩაატარებს.

0.113029