ფეხბურთი

0:09 | 7.11.2014 | ნანახია [] - ჯერ

კანკავას ყვითელი და გამარჯვება აზერბაიჯანში

ჯაბა კანკავას “დნიპრომ” უეფა-ს ევროპის ლიგაზე პირველი გამარჯვება იზეიმა და ჯგუფიდან გასვლის შანსი შეინარჩუნა.

დნიპროპეტროვსკელები აზერბაიჯანში “ყარაბახს” სტუმრობდნენ და საშინაო მარცხისთვის რევანში აიღეს – 1:2. უკრაინულ გუნდს გამარჯვება ხორვატი ნიკოლა კალინიჩის დუბლმა მოუტანა, მასპინძელთაგან კი გოლი ჰოლანდიელმა ლეროი ჯორჯმა შეაგდო.

კანკავა სათადარიგო იყო, მინდორზე 46-ე წუთზე ხორვატი ივან სტრინიჩის ნაცვლად გამოჩნდა და სამ წუთში ყვითელი ბარათიც მიიღო.

F ჯგუფში ფრანგულ “სენტ ეტიენს”, “დნიპროს” და “ყარაბახს” 4-4 ქულა მოუგროვდათ, ლიდერი კი მილანის “ინტერია” 8 ქულით.

დნიპროპეტროვსკელები მომდევნო თამაშს 28 ნოემბერს მილანში ჩაატარებენ.

0.118235