“მანჩესტერ იუნაიტედის” თავდამსხმელმა უეინ რუნიმ განაცხადა, რომ კრიშტიანუ რონალდუ წლევანდელი ოქროს ბურთის მოგების მთავარი ფავორიტია.
რუნის თქმით, მას გაცილებით მეტი შანსი აქვს, ვიდრე ლიონელ მესის.
“ამ წუთისთვის ეჭვგარეშეა, რომ მესიზე მეტად ოქროს ბურთს რონალდუ იმსახურებს. ამ პრიზის ზედიზედ მეორედ მოგება ფანტასტიკური შედეგი იქნება”, - განუცხადა რუნი “იუნაიტედის” ტელეარხს.
უეინ რუნი და კრიშტიანუ რონალდუ 2004-2009 წლებში “მანჩესტერ იუნაიტედში” თანაგუნდელები იყვნენ.