ჭადრაკი

19:38 | 6.11.2014 | ნანახია [] - ჯერ

კარლსენი და ანანდი მსოფლიო ჩემპიონის ტიტულისათვის ბრძოლას იწყებენ

მოჭადრაკე ვაჟთა შორის მსოფლიოს მოქმედი ჩემპიონი, ნორვეგიელი მაგნუს კარლსენი (2863) და ინდოელი ექსჩემპიონი ვიშვანათან ანანდი (2792) მსოფლიო ჩემპიონის ტიტულისათვის ბრძოლას იწყებენ, რომელსაც სოჭი (რუსეთი) უმასპინძლებს. მატჩი 7 ნოემბერს დაიწყება.

შეხვედრა 12 პარტიისაგან შედგება. მეტოქეები ყოველი ორი პარტიის შემდეგ ისვენებენ. შეხვედრის ფრედ დასრულების შემთხვევაში გამარჯვებულს ტაიბრეიქი გამოავლენს. მატჩის საპრიზო ფონდი მილიონ ამერიკულ დოლარს შეადგენს. ძირითად დროში გამარჯვებული საპრიზო ფონდის 60, ხოლო დამარცხებული 40 პროცენტს მიიღებს, ტაიბრეიქში გამარჯვებულს კი 55, ხოლო დამარცხებულს 45 პროცენტი გადაეცემა.

ფინალური მატჩის სათამაშო 08,09,11,12,14,15,17,18,20,21,23,25 ხოლო დასვენების დღეები 10,13,16,19 და 22 ნოემბერია.

0.116524