ლონდონის “არსენალის” 22 წლის თავდამხმელი ჟოელ კემპბელი იანვარში კლუბს გამოიცვლის, იუწყება “დეილი მირორი”. ამავე გამოცემის ცნობით, ფეხბურთელი ისევ პრემიერლიგაში დარჩება ან გერმანიის ბუნდესლიგაში გადაბარგდება.
კოსტარიკელი ფორვარდი ლონდონში კარგად ჩატარებული მუნდიალის შემდეგ დაბრუნდა, თუმცა პრემიერლიგაში ჯერჯერობით მხოლოდ 2 შეხვედრის ჩატარება მოახერხა. გასული სეზონი მან იჯარით საბერძნეთის პირეოსის “ოლიმპიაკოსში” გაატარა.