ევროპის 2016 წლის ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპის მე-4 ტური გუშინ გამართული 9 შეხვედრით დასრულდა.
იტალიის ნაკრებმა “ჯუზეპე მეაცაზე” ხორვატია მიიღო და სამშობლოში ქულა გაატანა. მასპინძელთათვის ყველაფერი კარგად დაიწყო და მე-11 წუთზე ანტონიო კანდრევამ საჯარიმოს მისადგომებიდან ანგარიში გახსნა. “სკუადრა აძურას” სიხარული ხანმოკლე აღმოჩნდა, რაც ჯანლუიჯი ბუფონის “დამსახურებაა”. გამოცდილი კიპერი მისთვის შეუფერებლად შეცდა და მე-15 წუთზე პერიშიჩს გაატანინა. დიდი დროისა და ბევრი მცდელობის მიუხედავად, გუნდებმა ვერაფერი გააწვეს და შეხვედრა ასევე დასრულდა. დარჩენილ დროში ყველაზე დასამახსოვრებელი ფაქტი ის იყო, რომ ხორვატმა გულშემატკივრებმა სტადიონზე ნასროლი მაშხალების გამო, კინაღამ შეხვედრა ჩაშალეს. უეფასგან ხორვატიის ნაკრებს სანქციები ელის.
ამავე ჯგუფში ნორვეგიამ გასვლაზე აზერბაიჯანი დაამარცხა, ხოლო ბულგარეთმა შინ მალტას ვერ მოუგო და ამ ტურში კიდევ ერთი ხმაურიანი სენსაცია გამოცხვა.
სენსაცია დაფიქსირდა B ჯგუფშიც, სადაც ბელგიის ნაკრებმა უელსს უმასპინძლა და უგოლო ფრე ეთამაშა. კვიპროსმა ანდორა გაანადგურა, ხოლო ისრაელმა ბოსნიას სამი უპასუხო გაუტანა და სატურნირო ცხრილში პირველ ადგილზე აინაცვლა.
ერთპიროვნული ლიდერი გამოიკვეთა A ჯგუფში, სადაც ჩეხეთის ნაკრებმა ისლანდია მიიღო და მინიმალური სხვაობით დაამარცხა. სტუმრები მე-9 წუთზე რანარ სიგურდსონის გოლით დაწინაურნენ, თუმცა კადერაბეკმა მოახერხა და ზედ შესვენების წინ სტანდარტულის შემდეგ ანგარიში გაათანაბრა. გადამწყვეტი აღმოჩნდა 61-ე წუთი, ჰალდორსონმა ბურთი საკუთარ კარში ჩაჭრა და ისლანდიამ პირველი შეხვედრა დათმო შესარჩევში, ხოლო ჩეხეთი უდანაკარგო სვლას განაგრძობს და მეტოქე 3 ქულით ჩამოიშორა.
ჰოლანდიის ნაკრებმა წარუმატებელი თამაშის შემდეგ ლატვიის ნაკრები გამოიჭირა და ერთიანად იყარა ჯავრები. დუბლები გაიფორმეს არიენ რობენმა და კლას-იან ჰუნტელაარმა, ხოლო ბრუმამ და ვან პერსიმ თითოჯერ დაამწუხრეს კოლინკო.
თურქეთის ნაკრებმა კი, ყაზახეთი დაამარცხა შინ და ფინალურ ეტაპზე გასვლის შანსი შეინარჩუნა.
A ჯგუფი
ჰოლანდია – ლატვია 6:0 (3:0)
ამსტერდამი, “ამსტერდამ არენა”
ჰოლანდია (4-3-3): სილესენი, დე ვრეი, ბრუმა, ვან დერ ვილი, ვილემსი, ბლინდი (კლასი 20), აფელაი (დეპაი 69), სნეიდერი, რობენი, ვან პერსი (ვეინალდუმი 79), ჰუნტელაარი.
მწვრთნელი: გუს ჰიდინკი
ლატვია (4-4-1-1): კოლინკო, დუბრა, გორკსი, კურაკინსი, გაბოვსი, ფერტოვსი, ჟუზინსი (ცაუნა 54), იკაუნეკსი (ლაიზანსი 46), საბალა, ვისნაკოვსი (რუდნევსი 70).
მწვრთნელი: მარიანს პაჰარსი
გოლები: 1:0 ვან პერსი (6), 2:0;5:0 რობენი (35;82), 3:0;6:0 ჰუნტელაარი (42;89), 4:0 ბრუმა (78).
გაფრთხილებები: დე ვრეი – ჟუზინსი, კურაკინსი, ლაიზანსი
მსაჯი: ლირან ლიანი
ჩეხეთი – ისლანდია 2:1 (1:1)
გოლები: 0:1 რ.სიგურდსონი (9), 1:1 კადერაბეკი (45+1), 2:1 ჰალდორსონი (61 ს.კ.).
თურქეთი – ყაზახეთი 3:1 (2:0)
გოლები: 1:0;2:0 ილმაზი (26;29), 3:0 აზიზი (83), 3:1 სმაკოვი (87 პენ.).
1. | ჩეხეთი | 4 | 4 | 0 | 0 | 10:5 | 12 | |
2. | ისლანდია | 4 | 3 | 0 | 1 | 9:2 | 9 | |
3. | ჰოლანდია | 4 | 2 | 0 | 2 | 10:5 | 6 | |
4. | თურქეთი | 4 | 1 | 1 | 2 | 5:7 | 4 | |
5. | ლატვია | 4 | 0 | 2 | 2 | 1:10 | 2 | |
6. | ყაზახეთი | 4 | 0 | 1 | 3 | 4:10 | 1 |
B ჯგუფი
ბელგია – უელსი 0:0
ბრიუსელი, “შტად როი ბუდუინი”
ბელგია (4-1-4-1): კურტუა, ლომბერტსი, ალდერვეირელდი, ვანდენ ბორე, ვერტონგენი, ვიტსელი, ფელაინი, დე ბრუინი, ჩადლი (ბენტეკე 62), აზარი, ორიჯი (მერტენსი 73; იანუზაი 89).
მწვრთნელი: მარკ ვილმოტსი
უელსი (4-3-3): ჰენესი, ტეილორი, ჩესტერი, გინტერი, ლედლი, რემსი, უილიამსი, ალენი, რობსონ-კანუ (ჰიუსი 95), კოტერილი (გ.უილიამსი 46), ბეილი.
მწვრთნელი: კრის კოულმენი
გაფრთხილებები: ლედლი, ალენი, უილიამსი, ჰენესი
მსაჯი: პაველ კრალოვეცი
კვიპროსი – ანდორა 5:0 (3:0)
გოლები: 1:0 მერკიი (9), 2:0;3:0;4:0 ეფრემი (31;42;60), 5:0 კრისტოფი (87 პენ.).
ისრაელი – ბოსნია 3:0 (2:0)
გოლები: 1:0 ვერმუტი (36), 2:0 დამარი (45), 3:0 ზეჰავი (70).
გაძევება: სუნჟიჩი 48.
1. | ისრაელი | 3 | 3 | 0 | 0 | 9:2 | 9 | |
2. | უელსი | 4 | 2 | 2 | 0 | 4:2 | 8 | |
3. | კვიპროსი | 4 | 2 | 0 | 2 | 9:5 | 6 | |
4. | ბელგია | 3 | 1 | 2 | 0 | 7:1 | 5 | |
5. | ბოსნია | 4 | 0 | 2 | 2 | 2:6 | 2 | |
6. | ანდორა | 4 | 0 | 0 | 4 | 2:17 | 0 |
H ჯგუფი
იტალია – ხორვატია 1:1 (1:1)
მილანი, “ჯუზეპე მეაცა”
იტალია (3-1-4-2): ბუფონი, რანოკია, დარმიანი, კიელინი, დე როსი, კანდრევა, მარკიზიო, პასკუალი (სორიანო 28), დე შილიო, ზაზა (პელე 63), იმობილე (ელ შაარავი 52).
მწვრთნელი: ანტონიო კონტე
ხორვატია (4-2-3-1): სუბაშიჩი, ვიდა, ჩორლუკა, სრნა, პრანიჩი, ბროზოვიჩი (ბადელი 83), მოდრიჩი (კოვაჩიჩი 28), რაკიტიჩი, პერიშიჩი, ოლიჩი (კრამარიჩი 68), მანძუკიჩი.
მწვრთნელი: ნიკო კოვაჩი
გოლები: 1:0 კანდრევა (11), 1:1 პერიშიჩი(15).
გაფრთხილებები: იმობილე – პერიშიჩი, კოვაჩიჩი
მსაჯი: ბიორნ კუიპერსი
აზერბაიჯანი – ნორვეგია 0:1 (0:1)
გოლი: ნორდტვეიდი 25.
ბულგარეთი – მალტა 1:1 (1:0)
გოლები: 1:0 გალაბინოვი (6), 1:1 ფაილა (49 პენ.).
76-ე წუთზე იგორ პოპოვმა პენალტი ვერ გაიტანა
1. | ხორვატია | 4 | 3 | 1 | 0 | 10:1 | 10 | |
2. | იტალია | 4 | 3 | 1 | 0 | 6:2 | 10 | |
3. | ნორვეგია | 4 | 3 | 0 | 1 | 6:3 | 9 | |
4. | ბულგარეთი | 4 | 1 | 1 | 2 | 4:5 | 4 | |
5. | მალტა | 4 | 0 | 1 | 3 | 1:7 | 1 | |
6. | აზერბაიჯანი | 4 | 0 | 0 | 4 | 2:11 | 0 |