კალათბურთი

0:45 | 17.11.2014 | ნანახია [] - ჯერ

ჯანელიძეს ორმაგ დუბლამდე 1 მოხსნა დააკლა

გასული უქმეები წარმატებული გამოდგა რანგით მე-3 იტალიურ ლიგაში მოთამაშე ქართველ კალათბურთელ გიგა ჯანელისთვის, რომელიც “როზეტოს” ღირსებას იცავს.

როზეტოელებმა “მატერა” 89:71 დაამარცხეს, ჯანელიძეს კი ორმაგ დუბლამდე ცოტა დააკლდა. მან მოედანზე 29:16 წუთი გაატარა და 13 ქულა, 9 მოხსნა (5 შეტევაში), 2 პასი და ჩაჭრა მოაგროვა.

გიგამ 10-დან 5 ორქულიანი და 3-დან 1 სამქულიანი ჩააგდო, ბურთი ერთხელ დაკარგა და 2 პერსონალური ფოლი მიიღო.

მიმდინარე სეზონში, ეს, “როზეტოსთვის” მხოლოდ მე-2 გამარჯვება იყო, შემდეგ მატჩს კი ისინი 22 ნოემბერს სტუმრად “აჯერ სერვისთან” ჩაატარებენ.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 210
სარეკლამო ადგილი - 33
250 x 210
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.124817