ნიკა მეტრეველის “ნაპოლიმ” იტალიის მე-2 ლიგაში მორიგი მარცხი განიცადა და 3 გამარჯვების წილ უკვე 4 წაგება აქვს.
ნეაპოლელები “ტრიესტეს” დაუხვდნენ და პირველ ტაიმის შემდეგ 10 ქულით იგებდნენ, მე-2 ტაიმში კი 25:47 (!) განადგურდნენ და 64:76 წააგეს.
ქართველი ფორვარდი სასტარტო ხუთეულში იყო და 26:28 წუთში 4 ქულა, 4 მოხსნა და 1 ჩაჭრა მოაგროვა. მეტრეველმა 5-დან 1 ორქულიანი და 4-დან 2 საჯარიმო ჩააგდო, ბურთი ორჯერ დაკარგა და 3 პერსონალური ფოლი მიიღო.
“ნაპოლის” მომდევნო მატჩი 23 ნოემბერს სტუმრად “ნოვიპიუ კასალესთან” ელის.