ესპანეთის მე-2 ლიგაში ბექა ბურჯანაძის “ლეიმა ბასკეტ კორუნამ” “ოურენსეს” უმასპინძლა და 63:70 დამარცხდა.
ქართველი კალათბურთელი სასტარტო ხუთეულში არ ყოფილა, მოედანზე გატარებულ 19 წუთში კი 7 ქულა, 7 მოხსნა (2 შეტევაში) და 1 ჩაჭრა მოაგროვა.
ბექამ 7-დან 3 ორქულიანი და 2-დან 1 საჯარიმო ჩააგდო, 2 სამქულიანი ააცილა, ერთხელ დაუფარეს, 1 პერსონალური ფოლი მიიღო და მის წინააღმდეგაც ამდენჯერვე დაჯარიმდნენ.
ლა კორუნიელებმა 3 მოგების წილ მე-4 მარცხი განიცადეს და ცხრილის ქვედა ნაწილში გადაინაცვლეს, შემდეგ მატჩს კი 23 ნოემბერს, სტუმრად, მალიორკაში, “პალმასთან” ჩაატარებენ.