სხვა

22:55 | 16.11.2014 | ნანახია [] - ჯერ

თურმანიძემ მსოფლიო ჩემპიონატზე მე-6 ადგილი დაიკავა

ალმატიში დასრულებულ მსოფლიო ჩემპიონატზე ძალოსნობაში ქართველთაგან საუკეთესო შედეგი მძიმეწონოსანმა (+105 კგ.) ირაკლი თურმანიძემ აჩვენა, რომელმაც მე-6 ადგილის დაკავება მოახერხა.

ირაკლიმ 6-დან 5 ცდა გამოიყენა. მან ატაცში 195-კილოგრამიანი შტანგა დასძლია, აკვრაში კი – 227 კგ. და ჯამში 422 კგ. მოაგროვა.

ჩემპიონი რუსი რუსლან ალბეგოვი (462 კგ.) გახდა, ვერცხლის მედალი ირანელ ბეჰდად სალიმიკორდასიაბის (457 კგ.) ერგო, ბრინჯაო კი – ეგვიპტელ მოჰამედ ეჰშან ატია მასუდს (436 კგ.).

მანამდე, 105 კგ-ში გია მაჭავარიანი 23-ე გახლდათ, ალბერტ კუზილოვმა კი აკვრაში სამივე ცდა გააფუჭა და საერთო შედეგი ვერ დააფიქსირა. 95 კილოგრამ წონით კატეგორიაში 22-ე ადგილზე გავიდა ნიკა ნანაძე.

0.118531